მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის - საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი

news image
mbc image

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.

ის საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მესტიისა და თელავის აეროპორტებში ახალი სამგზავრო ტერმინალების მშენებლობაზე ტენდერების გამოცხადებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ადგილობრივების დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.

„იმედი გვაქვს, რომ რეგიონი კიდევ უფრო გამოცოცხლდება და შესაბამისად, ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა ნატალია კვაჭანტირაძემ.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი წელიწადში, დაახლოებით 50 ათას მგზავრს მოემსახურება, ასევე 50 ათასამდე მგზავრზე იქნება გათვლილი თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალიც.

მესტიის აეროპორტში მშენებლობის ვადა 24 თვე, თელავის აეროპორტში კი 21 თვეა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს - თამარ იოსელიანი

05.09.2026.20:42

მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მისივე განმარტებით, აღნიშნული საფრენი მოედანი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა.

„წლების განმავლობაში, საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და დღეს უკვე მომსწრე ვართ იმისა, რომ კერძო სექტორი ასეთი ინვესტიციებით ჩაერთო მცირე ავიაციის განვითარებაში. შიდა მობილობისა და აეროპორტების ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. სულ ახლახან გამოცხადდა ტენდერი როგორც თელავის, ისე მესტიის აეროპორტების ტერმინალების მშენებლობაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით მცირე ავიაციასაც თავისი წვლილი ექნება როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებაში“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა