ახალი ფესტივალი „გიზ-გიზი“ ხელს შეუწყობს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე საერთაშორისო მოგზაურების ჩამოსვლას საქართველოში - მაია ომიაძე
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე პროექტს „გიზ-გიზს“ იწყებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ფესტივალი ზამთრის კურორტებზე ხელს შეუწყობს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ზამთრის ფესტივალი „გიზ-გიზი“ სტარტს იღებს. ფესტივალი ოთხივე ზამთრის კურორტზე სეზონის განმავლობაში გაიმართება. დამსვენებლებს, მოგზაურებს საშუალება ექნებათ კურორტებზე სრიალის შემდეგ ფესტივალზე დატკბნენ მუსიკით. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გასართობი სივრცეები როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. სპეციალურად მოწყობილ ადგილებში მეწარმეები შეძლებენ თავიანთი პროდუქცია შესთავაზონ ტურისტებს. ვფიქრობ ეს ხელს შეუწყობს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე საერთაშორისო მოგზაურების ჩამოსვლას. მსგავსი ფესტივალები აპრობირებულია საერთაშორისო სათხილამურო კურორტებზე, ჩვენ კვალდაკვალ მივყვებით მსოფლიო ტრენდებს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ზამთრის კურორტებზე“,-აცხადებს მაია ომიაძე.
ფესტივალი „გიზ-გიზი“ 2-4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
სხვა სიახლეები
Air Canada სექტემბერ-ოქტომბერში რეკორდულ შემოსავალს ელის
20.08.2026.17:00
Air Canada-ს სექტემბრისა და ოქტომბრის შემოსავალი, სავარაუდოდ, ამ ორი თვისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, რადგან პრემიუმ კატეგორიის სულ უფრო მეტი მგზავრი ევროპასა და იაპონიაში ზაფხულის სიცხესა და ტურისტების სიმრავლეს გაურბის, - აცხადებს კომპანია.
ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი ავიაკომპანიები ბოლო წლებში საკუთარ ბიზნესს სულ უფრო მეტად აფუძნებენ პრემიუმ კატეგორიის მგზავრებზე, კორპორაციულ კლიენტებსა და ლოიალობის პროგრამების წევრებზე, რადგან მათი შეფასებით, ტარიფების ზრდის შემთხვევაში ეს მომხმარებლები ხარჯების შემცირებას ნაკლებად მიმართავენ.
შემოდგომაზე საქმიანი მოგზაურობის მოთხოვნის ზრდა, პრემიუმ კატეგორიის დასასვენებელი მოგზაურების სამოგზაურო ჩვევების ცვლილებასთან ერთად, ავიაკომპანიების ხელმძღვანელების მოლოდინებს ზრდის იმ სეზონებთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე ივლისისა და აგვისტოს მსგავსი პიკური სამოგზაურო თვეებისგან შედარებით ნაკლებად დატვირთულად მიიჩნეოდა.