მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას" განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდა

news image
mbc image

ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026" გაიმართა. ღონისძიებას წელს პირველად შეუერთდა ამბროლაურის აეროპორტიც, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარებს სხვადასხვა გასართობი პროგრამა, თამაშები და სახალისო აქტივობები დახვდათ.

„ამბროლაურის აეროპორტი წელს პირველად შეუერთდა სახალხო დღესასწაულს „ფუძეობა 2026"-ს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვყოფილიყავით იმ ღონისძიების ნაწილი, რომელიც საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსთან და ჩვენს ტრადიციებთან დაბრუნებას ეძღვნება. ამ დღეს პატარებისთვის ჩვენს სივრცეში სპეციალური საბავშვო პროგრამა და არაერთი საინტერესო აქტივობა დაგვხვდა", - განაცხადა ამბროლაურის აეროპორტის დირექტორმა გიორგი მურუსიძემ.

„ფუძეობის" დღესასწაულზე სტუმრებისთვის ღვინისა და კვების სივრცეები, ლორის პავილიონი, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სხვადასხვა გასართობი სივრცე მოეწყო.

საღამოს პროგრამის ფარგლებში კონცერტი ჯგუფმა „ურსა" გამართა, რის შემდეგაც ღონისძიება DJ-ის მონაწილეობით გაგრძელდა.

„ფუძეობა 2026"-ის მთავარი გზავნილი იყო - „დაუბრუნდი შენს ფუძეს". დღესასწაულის მიზანი საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და რაჭის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია იყო.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის

15.10.2026.16:59

Toyota Center Tegeta-მ მომხმარებლებისთვის რიგით მეორე ოფროუდტური გამართა, სადაც მათ Toyota-ს მოდელების პრაქტიკულად გამოცდისა და ავტომობილების შესაძლებლობების რთულ რელიეფზე შეფასების შესაძლებლობა მიეცათ. ღონისძიებამ, რომელსაც ლილო არენამ უმასპინძლა, ოფროუდით დაინტერესებული საზოგადოება ერთ სივრცეში გააერთიანა.

ტურის ფარგლებში მომხმარებლებმა Toyota-ს სამი მოდელი გატესტეს - სრულიად ახალი LAND CRUISER 300 MILD HYBRID, HILUX და PRADO.



მარიამ მელიაშვილი, Toyota Center Tegeta-ს გენერალური დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელთან ურთიერთობა ავტომობილის შერჩევითა და შეძენით არ შემოიფარგლებოდეს. გვსურს, მათ შევთავაზოთ გამოცდილება, რომელიც ავტომობილის უკეთ გაცნობაში, მართვის უნარების განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარება. ოფროუდტური სწორედ ამ მიზანს ემსახურება. Toyota-ს ავტომობილები საიმედოობითა და გამავლობით გამოირჩევა, თუმცა ამ მახასიათებლების სრულად შეფასება მხოლოდ რეალურ, რთულ პირობებშია შესაძლებელი. ამ მიზნით მომხმარებლებს საშუალება მივეცით, სრულიად ახალი LAND CRUISER 300 MILD HYBRID, HILUX და PRADO საოფროუდე ტრასაზე გამოეცადათ და მათი შესაძლებლობები საკუთარი გამოცდილებით შეეფასებინათ. გარდა ამისა, ეს დღე მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობაცაა - შეგვიძლია, მოვისმინოთ მათი შთაბეჭდილებები, უკეთ გავიგოთ მათი ინტერესები და ერთად შევქმნათ ახალი გამოცდილება. პირველი ტურის შემდეგ მიღებულმა გამოხმაურებამ ცხადყო, რომ მომხმარებლები ამ ფორმატით დაინტერესებულნი არიან, ამიტომ მეორე ტურიც გავმართეთ და ამ პრაქტიკის გაგრძელებას მომავალშიც ვგეგმავთ“.



Toyota Center Tegeta-ს ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა: ტესტდრაივისა და შეჯიბრებისგან. ორივე აქტივობისთვის სპეციალური საოფროუდე ტრასები მოეწყო. 4X4 ავტომობილების მოყვარულებმა Toyota-ს მოდელების გამავლობა და მართვის შესაძლებლობები უშუალოდ საჭესთან გამოცადეს, შეჯიბრების დროს კი საკუთარი უნარებიც შეაფასეს.

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმატია, რომელიც ავტომობილის პრაქტიკულ გაცნობას, მართვის უნარების განვითარებასა და მომხმარებლებთან ცოცხალ კომუნიკაციას აერთიანებს.



ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: „ბრიჯსტოუნი“, „პოლარისი“, „თიბისი დაზღვევა“, „თიბისი ლიზინგი“, „ალდაგი“, „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „სოლო“ და „ვისოლი“.
Toyota Center Tegeta იაპონური ბრენდის, Toyota-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია მუდმივად ზრუნავს, მომხმარებლებს განსაკუთრებული გამოცდილება შესთავაზოს და ბრენდთან კიდევ უფრო დააახლოოს. მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც ოფროუდტურზე წარმოდგენილი, ისე Toyota-ს სხვა მოდელების ნახვა, დეტალების გაცნობა და ტესტდრაივის დაჯავშნა Toyota Center Tegeta-ს შოურუმში, მისამართზე: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №6.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად „ტოიოტას“ ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას“ უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა