Astoria Grande-ს მომდევნო საკრუიზო მარშრუტში ბათუმი აღარ არის
საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.
ამ დროისათვის კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ მარშრუტებში, რომელიც წლის ბოლომდეა გაწერილი ბათუმი, როგორც ერთ-ერთი მიმართულება ამოღებულია.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოჭიდან ბათუმის პორტში შემოსულ საკრუიზო ლაინერს მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.
ამჯერად კი გემი ბათუმს 31 აგვისტოს ეწვია. ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საკრუიზო გემი Astoria Grande სანქცირებული არ არის. ირკვევა, რომ გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.