ავიაბილეთი 19,99 ევროდ - Wizz Air-ი ფასდაკლების აქციას აცხადებს
ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ფასდაკლების აქციას აცხადებს. ირკვევა, რომ Wizz Air-ის სანტას ავიაკომპანიის მგზავრებისთვის საკმაოდ კარგი შეთავაზებები აქვს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ერთი მილიონი ადგილი ხელმისაწვდომია მხოლოდ 19,99 ევროდ შერჩეულ ფრენებზე.
„იჩქარეთ და დაჯავშნეთ თქვენი ბილეთები ახლავე!
ჰო ჰო ჰო! სანტა მოვიდა თქვენთან სიურპრიზით! ერთი მილიონი ადგილი ხელმისაწვდომია მხოლოდ 19,99 ევროდ შერჩეულ ფრენებზე!
საშობაოდ სახლში მიდიხართ თუ დღესასწაულებს სხვაგან აღნიშნავთ, დროა აიღოთ ბილეთი. დაჯავშნეთ ახლავე და იმოგზაურეთ 2024 წლის 15 მარტამდე“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.
19,99-ევროიანი ტარიფი ვრცელდება 2023 წლის 06 დეკემბრის 00:00-დან 23:59-მდე (CET) შერჩეულ ფრენებზე. ფასდაკლებული ადგილების მითითებული რაოდენობა (1 000 000) ვრცელდება მხოლოდ შერჩეულ ფრენებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია wizzair.com-ზე და WIZZ-ის მობილურ აპში სააქციო პერიოდში. მგზავრობის პერიოდი შეზღუდულია. მგზავრობა უნდა შესრულდეს 2024 წლის 15 მარტამდე. სარეკლამო აქცია ვრცელდება მხოლოდ wizzair.com-ზე და WIZZ-ის მობილურ აპში გაფორმებულ ჯავშნებზე. სარეკლამო აქცია არ ვრცელდება ჯგუფურ ჯავშნებზე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.