მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ავიაკომპანია IndiGo-ს მიერ საქართველოში ახალი რეგულარული მიმართულების დამატება ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ტურისტული ინდუსტრიისთვისაც - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

ინდური ავიაკომპანია IndiGo საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას დელის შემდეგ ამჯერად ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან - მუმბაიდან შეასრულებს.

„წამყვანი ინდური ავიაკომპანია IndiGo საქართველოს ბაზარზე 2023 წლიდან შემოვიდა და ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულ რეისებს ასრულებს ქალაქ დელისა და თბილისს შორის. ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის ინდოელი ტურისტების დაკავშირებადობის თვალსაზრისით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Indigo დელი - თბილისი - დელის მიმართულებით 2024 წელს 75 034 მგზავრს მოემსახურა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია IndiGo-ს ახალი მიმართულებით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.  დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის მიერ თბილისი - მუმბაის საჰაერო ხაზზე ფრენების  დაწყება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან იგეგმება. რეგულარული ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. 

ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, კომპანიის მიერ კვირაში 3 სიხშირით ფრენების შესრულება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება არამარტო ორ ქვეყანას შორის საავიაციო კავშირის თვალსაზრისით, არამედ ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვისაც - ინდოეთის ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად. 

„ზოგადად ავიადაკავშირებადობა და პირდაპირი ფრენები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  და პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც ტურიზმის, ისე საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით მომავალშიც კვლავ გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა