ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს - მაია ომიაძე
ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა.
„ჩვენ ასევე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ზოგადად ეკონომიკის სისტემაში არსებულ სხვადასხვა უწყებებთან და, ამ შემთხვევაში, ტრასების განვითარების სააგენტო, რომელიც ემზადება ძალიან აქტიურად ახალი სეზონისთვის. 20 დეკემბერს გაიხსნება, უკვე დაანონსებულია ღიად ზამთრის სეზონი გუდაურში. ყველგან მიმდინარეობს, ყველა კურორტზე ბაკურიანშიც, მესტიაშიც მოსამზადებელი სამუშაოები.
გუდაურს გამოვყოფდი ერთი იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურულად განსაკუთრებული სამუშაოებია, როგორც გათოვლიანების სისტემის, ისე გარკვეული საბაგიროების ჩანაცვლების თვალსაზრისით. იცით, რომ კურორტი ერთი არის ის, რაც მთაზე ხდება, ის, რაც, ვთქვათ, ტექნიკურად საბაგიროები, ტრასები და ის, რაც ტურისტს მთაზე სასრიალოდ სჭირდება. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს, ამ შემთხვევაში, ტრასების მართვის კომპანიის ქვეშ, მაგრამ, რა თქმა უნდა, დანარჩენი მუნიციპალური სერვისები, თვითონ კურორტის მართვა, გზები ეს კომპლექსური თემაა.
ზამთრის დადგომასთან ერთად არაერთი სირთულე და გამოწვევა, როგორც წესი, არის ხოლმე და ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი ძალიან სწორად იგეგმება. ძალიან კარგი სეზონი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თოვლით განებივრებულები ვართ. მაინც, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტი გვქონდეს როგორც შეჯიბრებების, ისე ტურიზმის მომსახურების თვალსაზრისით, გათოვლიანების სისტემა ემატება, ღამის განათებები ემატება ახალ ტრასებზე. ჩვენ ადრეც გვქონდა ღამის სრიალი გუდაურში და ახლა უკვე დამატებითი ტრასები იქნება.
ვფიქრობ, რომ წლევანდელი ზამთარიც იქნება აქ ჩამოსული მოგზაურისთვის დაუვიწყარი. ნამდვილ თოვლსაც ველოდებით, ამითაც განებივრებულები ვართ. ევროპაში ფაქტობრივად ნამდვილი თოვლი აღარ არის, ძალიან რთულად, გვიან მოდის, უხარისხოა და ჩვენ ამითაც განებივრებულები ვყავართ სამყაროს“, - აცხადებს მაია ომიაძე.
სხვა სიახლეები
ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს - მაია ომიაძე
26.10.2026.10:15