ბალი ტურისტებისთვის სავალდებულო გადასახადს აწესებს
ბალის ხელისუფლებამ ტურისტებისთვის ახალი გადასახადის შემოღება გადაწყვიტა, რომელიც ძალაში 2024 წლის თებერვლიდან შევა.
უცხოელებს ბალიზე ჩასვლამდე ან კუნძულზე ვიზიტისას $10 გადახდა მოუწევთ. თანხა მოხმარდება ინდონეზიაში გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას: მარჯნის რიფების შენარჩუნებას, მანგოს ტყეების დაცვასა და სხვა.
ბალიზე ტურისტული გადასახადის შემოღების იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, მაგრამ კუნძულის ხელისუფლება გამუდმებით აჭიანურებდა თარიღის დასახელებას.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილ
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.