მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბათუმი ევროპის ყველაზე ცნობილ ტურისტული ქალაქების ხუთეულშია, რაც არის ძლიერი საფუძველი, რომ აჭარაში მილიონობით მოგზაურს წარმატებით ვუმასპინძლოთ - თორნიკე რიჟვაძე

news image
mbc image

წელსაც შევძლებთ, რომ იმ ვიზიტორთა დაგეგმილ რაოდენობას მივაღწიოთ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ძალიან მალე აქტიური საზაფხულო სეზონი დაიწყება და რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება. 

„უკვე გვაქვს პირველი კვარტლის მონაცემები ძალიან დადებითი. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში იყო არაერთი მცდელობა მომხდარიყო საზაფხულო და მთლიანად ტურისტული სეზონის მიმართ გარკვეული ფეიკ კამპანიები, დისკრედიტაციის მიზნით გორდებოდა სხვადასხვა კამპანია ჩვენი არაკეთილმოსურნეების მხრიდან, ჩვენ წელსაც შევძლებთ, რომ იმ დაგეგმილ ვიზიტორთა რაოდენობას მივაღწიოთ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის. ეს დადებითი დინამიკა აისახება სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. 64%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა აჭარაში. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ნდობაზე, რომლებსაც უცხოელი ინვესტორები გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის მიმართ და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ დაგეგმილი პრიორიტეტების შესრულების კუთხით, რომელიც ეხება უმუშევრობის შემცირებას, კიდევ უფრო მეტი შემოსავლების შექმნას ზოგადად ეკონომიკაში ჩვენი მოსახლეობისთვის. 

მსურს აღვნიშნო, რომ ბათუმი წელს დასახელდა ევროპის ყველაზე ცნობილ, გამორჩეულ ტურისტულ ქალაქებთან ერთად ევროპის ხუთეულში ტურისტული მიმართულებების კუთხით, რაც არის იმედისმომცემი და ძალიან ძლიერი საფუძველი, რომ წელს წარმატებით ვუმასპინძლოთ მილიონობით მოგზაურს აჭარაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა