მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბათუმის მიმართულებით ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე დატვირთულობა პიკში იყო შესული - გიორგი დოლიძე

news image
mbc image

ბათუმის მიმართულებით ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე დატვირთულობა პიკში იყო შესული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძემ განაცხადა.

„ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც ოფიციალური სტატისტიკა ემთხვევა კერძო სექტორში არსებულ განწყობას. კერძო სექტორის ბიზნესი ფეხს უწყობს სტატისტიკას და პირიქით. ეს ერთმანეთთან კავშირი ძალიან დამაიმედებელია და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ტურიზმი და ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში, მის მშპ-ში, სადაც დაახლოებით 7-დან 8%-მდე და, შეიძლება, 10%-მდე წილიც კი ეკავოს მთლიანობაში. ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ, თუ რამხელა როლი აქვს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და დოვლათს საქართველოს ეკონომიკის მდგრადად განვითარებაში, რაც ძალიან გასახარია თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ჩვენი სექტორის წარმომადგენლებისთვის.

როგორც აღნიშნეთ, ფაქტობრივად, დავამთავრეთ ის 9 თვე, რომელიც, როგორც ხშირად აღვნიშნავდი, საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენთვის. თბილისის მასშტაბით, როდესაც ოპერირება დავიწყეთ, უკვე მაღალი სეზონის კვალდაკვალ, ეს იყო მარტის 20-დან, ფაქტობრივად, აპრილის დასაწყისამდე, გადავინაცვლეთ მაღალი სეზონის ნიშნულებზე.

თბილისის მაღალი სეზონი გახანგრძლივებულია. როგორც ვთქვით, დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებია, მაინც მაღალი სეზონის დატვირთულობის ქვეშ ვიმყოფებით, რამაც აპრილიდან მოყოლებული დღემდე 95% შეადგინა, რაც ძალიან საამაყო და დამაიმედებელი ნიშნულია.

არანაკლები იყო ბათუმის მიმართულება ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე, როდესაც დატვირთულობა პიკში იყო შესული. ჩვენ გავხსენით ამ წელს 795 ნომრიანი Apart Hotel-ი, სადაც 80%-90%-იანი დატვირთულობა, მოგეხსენებათ, რა მოცულობასთან არის დაკავშირებული და რამდენად სასიხარულოა როგორც ზოგადად ინვესტორებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ Apart Hotel-ის თითოეული აპარტამენტი საინვესტიციო მიზნებისთვის აქვთ ნაყიდი.

ვფიქრობ, რომ 2026 წელი 2025 წელს, ჩემი ვარაუდითა და გათვლით, მინიმუმ 8-10%-ით გადაასწრებს როგორც შემოსავლების, ისე ტურისტების შემოდინების რიცხობრივი მაჩვენებლების თვალსაზრისით. აუცილებლად გადავაჭარბებთ 5 მილიარდ დოლარს შემოსავლის მხრივ. ამის იმედს ის დამაჯერებელი გარემოებები გვაძლევს, თუნდაც პირველი სამი კვარტლის შეფასება და ის წინასწარ გაკეთებული რეზერვაციები, რომლებიც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არის წარმოდგენილი ჩვენთან და ჩვენს ირგვლივ“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა