ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია - სოფო ზურაბაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გერმანიაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2026 წარადგენს. გამოფენაში ტურიზმის ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციების და ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.
ტურისტული კომპანია „ომნეს ტურის" წარმომადგენელი, სოფო ზურაბაშვილი აღნიშნავს, რომ ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ევროპის ბაზარზე საქართველოს გასაცნობად. მისი თქმით, ბერლინის გამოფენა გამოირჩევა განსაკუთრებული ინტერესით საქართველოს მიმართ და საქართველოს სტენდი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.
„წლევანდელი გამოფენაც გამორჩეულია ამ კუთხით - ბევრი ევროპელი სტუმარი, ბევრი დამთვალიერებელი მოდის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კომპანიისთვის, ისე კერძო სექტორისთვის" - აღნიშნა ზურაბაშვილმა.
გამოფენის სტუმრები საქართველოს სტენდთან ადგილობრივი ტურისტული პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან, პარალელურად, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი კონტაქტები დაამყარონ.
ITB Berlin 2027-ზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, გამოფენაზე 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.
სხვა სიახლეები
Wizz Air ზამთრის სეზონის სიმძლავრეს ამცირებს, თუმცა 2030 წლისთვის ზრდის მიზნებს ადგენს
22.09.2026.17:00
დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ზამთრის სეზონის ფრენების სიმძლავრეს 5%-ით ამცირებს და ამით სხვა ავიაკომპანიებს უერთდება, რომლებმაც მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ზრდის გეგმები შეამცირეს. ამასთან, მოსალოდნელზე უკეთესმა ზაფხულის სეზონმა კომპანიას საშუალოვადიან პერიოდში შემოსავლების პროგნოზის გაუმჯობესების შესაძლებლობა მისცა.
მიმდინარე კონფლიქტმა ავიაციის ინდუსტრიაში COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ხარჯების ყველაზე დიდი შოკი გამოიწვია. ლატვიური ავიაკომპანია airBaltic მიმდინარე კვირის დასაწყისში პირველი ევროპული ავიაკომპანია გახდა, რომელმაც კონფლიქტის გავლენის გამო გაკოტრების პროცედურა დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ სრული მომსახურების ავიაკომპანიები, როგორც წესი, დაბალბიუჯეტიან ოპერატორებზე უფრო მედეგები აღმოჩნდნენ, იაფ ბილეთებზე დაფუძნებული ბიზნესმოდელის მქონე კომპანიებსაც კი უჭირთ გაზრდილ ხარჯებთან გამკლავება. საწვავის ფასების ზრდის ფონზე, აშშ-ის მსხვილმა ავიაკომპანიებმაც დაგეგმილი ფრენების განრიგის შემცირება დაიწყეს, რადგან საწვავის გაძვირება მათ მოგებიანობას საფრთხეს უქმნის.
Wizz Air-ის საწვავის ხარჯები პანდემიამდელ დონესთან შედარებით მკვეთრად იზრდება
ავიაკომპანიის საწვავზე დანახარჯები, სავარაუდოდ, 2019 წელთან შედარებით სამჯერ მეტად გაიზრდება, რადგან მიმდინარე კონფლიქტის გავლენა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასების ზრდას იწვევს. ეს იმ ბოლო პერიოდის ტენდენციას ცვლის, როდესაც Wizz Air-ის საწვავის ხარჯები თანდათან მცირდებოდა.