მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

BlueSky Apart-Hotel 2026 წლის ზაფხულის მაღალი სეზონის შესახვედრად სრულად მზადაა

news image
mbc image

ზაფხულის ტურისტული მოლოდინები საკმაოდ პოზიტიურია, ივნისიდან დაიწყო ბათუმისთვის მაღალი სეზონი, სადაც შესაბამისად იზრდება საერთაშორისო ვიზიტებისა თუ ადგილობრივი დამსვენებლის აქტივობა. რეზერვაციების რაოდენობა მზარდია და ვფიქრობთ, 2026 წლის ზაფხული, ჩვენთვის, როგორც პირველი მასშტაბური მაღალი სეზონი კარგი შედეგებით უნდა დავხუროთ,- აცხადებენ კომპანიაში.

Blue Sky Apart-Hotel გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებზე და მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ მდებარეობას, პრემიუმ მომსახურებას, დაუვიწყარ ხედებსა და სრულად აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტების აპარტამენტებს.

795 სხვადასხვა კატეგორიის აპარტმანეტი ზღვის და ქალაქის ხედებით, თანამედროვე დიზაინითა და გამორჩეული მდებარეობით მიმართულია საშუალო და მაღალი სეგმენტის დამსვენებლებზე – ინდივიდუალურ მოგზაურებზე, ოჯახებსა და ბიზნეს ვიზიტორებზე.

აპარტამენტების ფართობი მერყეობს 30-70 კვ.მ-მდე, რაც სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული გეგმარება, ხედითა და სართულით.

Blue Sky Apart-Hotel მდებარეობს გმირთა ხეივანზე, შავი ზღვის თაღის მიმდებარედ. პლაჟამდე მისასვლელად სულ რაღაც 5 წუთია საკმარისი, 2 წუთში შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის სტადიონს, 1 წუთის სავალზეა Black Sea Mall, ხოლო იუსტიციის სახლამდე მისასვლელად მხოლოდ 3-4 წუთი დაგჭირდებათ. ეს ხელსაყრელი მდებარეობა სტუმრებს სთავაზობს სწრაფ და მარტივ წვდომას ბათუმის მთავარ ტურისტულ ლოკაციებთან.

Blue Sky Apart-Hotel შედის წარმატებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია LikeHouse - ის ჯგუფში, რომლის პორტფოლიოშიც არაერთი მასშტაბური და წარმატებული პროექტია. Blue Sky Tower წარმოადგენს 200 მილიონი ლარის ინვესტიციას და გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით, მდგრადობითა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოყენებით.

აღნიშნულ ბლოკში საერთაშორისო ბრენდის – Holiday Inn Resort - ის გახსნაა დაგეგმილი ისეთი მნიშვნელოვანი სივრცეებით, როგორებიცაა რესტორანი, ტერასა, საცურაო აუზი, საკონფერენციო მიმართულება და სრულფასოვანი სპა ინფრასტრუქტურა.

რაც შეეხება კომპლექსის B ბლოკს, იქ განთავსებულია დაახლოებით 1,300 მაღალი დონის საცხოვრებელი რეზიდენცია, რომელიც სრულად გაიხსნა. Blue Sky Tower - ის B ბლოკში განთავსებული თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტები, გამოირჩევა მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურითა და დახვეწილი ინტერიერით. გამორჩეული დიზაინის მქონე ლობი კი განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს კომპლექსს. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ასევე გაიხსნება ბიზნეს ცენტრი, მიწისქვეშა პარკინგი 150 - მდე ადგილით, წამყვანი მაღაზიებისა და სხვა ბრენდების შოურუმები.

პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს HSC Group Hospitality.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 2026 წლის III კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც თბილისში, ისე ბათუმში | Galt & Taggart

22.10.2026.21:59

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება" აქვეყნებს. 

ვიზიტების დინამიკა:

2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.

ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.

ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.

2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9.0%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.

შემოსავლები ტურიზმიდან:

2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).

ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა