მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სად გეგმავს ჯგუფურ ტურებს Go Tour-ი და როგორია საშობაოდ ევროპაში დასვენებაზე მოთხოვნა

news image
mbc image

ტურისტულმა კომპანია Go Tour-მა საშობაო ტურების გაყიდვა დაიწყო. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, საშობაო ტურების გაყიდვები ინტენსიურად მიმდინარეობს და მომხმარებლის მხრიდან უპირატესობა ევროპის ქალაქებს ენიჭება, სადაც რამდენიმე კვირაში უკვე საშობაო მარკეტებიც გაიხსნება. რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, საზღვაო დასვენებაზე მოთხოვნა ისევ აქტიურია.

„Go Tour-ის მაგალითზე სექტემბერი-ოქტომბერი ისევ მოთხოვნადია საზღვაო ტურები. მოთხოვნადია თურქეთი და კვიპროსი.

წინასაშობაოდ და საშობაოდ უპირატესობას ევროპაში დასვენებას ანიჭებენ, მოთხოვნადია ჩეხეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, უნგრეთი. 

პარალელურად გააქტიურდა ეგვიპტის მიმართულებაც. ეგვიპტე ზაფხულშიც საკმაოდ მოთხოვნადი იყო, მაგრამ შემოდგომა-ზამთარში ეგვიპტეზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. აქტიურად იყიდება ასევე ეგვიპტის ტურები ახალი წლის შესახვედრად. მომხმარებელი უპირატესობას პირდაპირ ფრეებს ანიჭებს და ერთ კვირიანი პაკეტები საკმაოდ მოთხოვნადია. უკვე აქტიურდება ასევე აბუ-დაბი და დუბაის მიმართულება. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ახალი წლის შესახვედრად უკვე ბევრი აწყობს გეგმებს“, - აცხადებს ნინო წიკლაური.

Go Tour-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეგვიპტეში ერთ კვირიანი All Inclusive დასვენების ფასი 1500 ლარიდან იწყება. ხოლო რაც შეეხება ევროპას, საშობაოდ ბიუჯეტური პაკეტების ღირებულება 1100-1200 ლარიდანაა. 

ნინო წიკლაურის თქმით, ევროპის მიმართულებით მოგზაურობის დროს მომხმარებელი მაინც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ფრენებს ანიჭებს უპირატესობას. ხოლო არაბეთის გაერთიანებული საამიროების და ეგვიპტის შემთხვევაში კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებულ რეისებს. 

რაც შეხება შემოდგომა-ზამთარში საზღვარგარეთ დასვენებაზე მოთხოვნას, Go Tour-ის დამფუძნებლის თქმით, მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, ხოლო ფასები შარშანდელთან შედარებით შეცვლილი არ არის, რასაც თავის მხრივ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე სხვადასხვა ავიაკომპანიებისა და სასტუმროების მიერ ჩაშვებული აქციებიც უწყობს ხელს.

რაც შეეხება , Go Tour-ის გეგმებს, ტურისტული სააგენტო იანვრის ბოლოს ბრაზილიაში 10 დღიან ჯგუფურ ტურს გეგმავს, ხოლო თებერვალში ეთიოპიის ტურის გამეორებას.

„იანვრის ბოლოს ბრაზილიაში ექსკლუზიური ტური გვექნება, ხოლო ტურის ხანგრძლივობა იქნება 10 დღე. მის დაგეგმვაში აქტიურად გვეხმარება ბრაზილიაში საქართველოს საელჩო, რისთვისაც მათ დიდი მადლობა. ტურის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და მაქსიმუმ 20 ადამიანს შეადგენს. ხოლო რაც შეეხება ფასებს, ამ დროისათვის მიდის დეტალების საბოლოო შეთანხმება და ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ფასებს. პროგრამის შემუშავებაში უშუალოდ საელჩო ჩაერთო და ისეთი ადგილების მონახულებაა დაგეგმილი, რომ რომლის შესახებაც თავად ბრაზილიელებსაც მცირე ინფორმაცია აქვთ“,  აცხადებს ნინო წიკლაური.


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა