მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

ბრენდის სიძლიერე ხელს უწყობს სასტუმროს წარმატებას - Hotel Collection International-ის რეგიონული დირექტორი

news image
mbc image

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ ექსპრესი“ ერთი წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. როგორ აფასებს  2023 წელს სასტუმროს მენეჯმენტი და რა მოლოდინები აქვს ტურისტულად მაღალ სეზონზე? ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia სასტუმროს მმართველი კომპანიის, Hotel Collection International-ის რეგიონულ დირექტორ ქეთი მიქაშავიძეს ესაუბრა.  

  • სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ ექსპრესი“ უკვე ერთი წელია ოპერირებს ბაზარზე. როგორ შეაფასებდით 2023 წელს?

Holiday Inn Express-ი საშუალო კატეგორიის საერთაშორისო ბრენდია შემავალი Intercontinetal Hotel Group-სი (IHG). ამ ტიპის ბრენდები, ლიმიტირებული მომსახურებით, დღეს ყველაზე მზარდი მოთხოვნით გამოირჩევა და სწორედ ამ ტიპის სასტუმროების დეფიციტით ხასიათდება თბილისის ბაზარი.

სასტუმრო 2022 წლის დეკემბერში გავხსენით, და შესაბამისად 2023 წელი ფაქტობრივად პირველი წელი იყო ჩვენი მუშაობის. პირველი წლის შედეგები ზოგადად ბაზრის შესაბამისობაშია, თუმცა ზოგადი მოლოდინი ტურიზმთან მიმართებაში 2023 წელს არ გამართლდა და მოთხოვნა მკვეთრად ნაკლები იყო, ვიდრე ველოდით.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მთლიანად რეგიონის პოლიტიკური არასტაბილურობაა და ძირითადი სამიზნე ბაზრებისთვის ჩვენი ქვეყანა, როგორც ჩანს, რისკის შემცველი გახდა ამ წელს.

აღსანიშნავია მოლოდინზე მაღალი მოთხოვნა კორპორაციულ ღონისძიებებზე, რამაც მთელი წლის განმავლობაში დატვირთა ჩვენი მულტიფუნქციური საკონფერენციო დარბაზები.

  • რამდენ პროცენტიანი ზრდა გქონდათ და რომელი ქვეყნიდან სტუმრობდნენ „ჰოლიდეი ინნ ექსპრესს“ ვიზიტორები?

ვინაიდან პირველი წელი იყო ჩვენთვის 2023 ზრდის შეფასება არ იქნება რელევანტური ამ ეტაპისთვის. ჩვენი სტუმრების გეოგრაფია კი მრავალფეროვანი აღმოჩნდა და მოიცვა ისეთი ქვეყნები, როგორიც არის - ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ისრაელი, ყაზახეთი, სომხეთი, საუდის არაბეთი, აშშ, გერმანია..

განსაკუთრებით გამოსაყოფია ჩინეთი და ინდოეთი როგორც მკვეთრად მზარდი ბაზრები.

  • რა არის „ჰოლიდეი ინნ ექსპრესის“ ძირითადი კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენს ინდუსტრიაში ხშირად ვამბობთ, რომ სასტუმროს წარმატებას განსაზღვრავს პირველ რიგში ლოკაცია. ამ კუთხით, ცხადია, რომ ძალიან მომგებიანი ადგილმდებარეობა გვაქვს - ისტორიულ ცენტრამდე და თბილისის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებამდე ფეხით სავალ მანძილზე, თბილისის ერთ-ერთ ძირითად სატრანსპორტო კვანძთან, აეროპორტამდე მოკლე მანძილზე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს როგორც ტურისტული, ასევე ბიზნეს სეგმენტიდან ინტერესს ჩვენს მიმართ. ბრენდის სიძლიერეც ხელს უწყობს სასტუმროს წარმატებას და პოზიციონირებას ბაზარზე და წარმოადგენს ცალსახა კონკურენტულ უპირატესობას დღევანდელ კონკურენტულ გარემოში.

თვითონ ბრენდის თავისებურება - ლიმიტირებული სერვისებით და მოქნილი თანამედროვე ინტერიერის მქონე სივრცეებით, აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებისთვის, რაც გვაძლევს საშუალებას ვუპასუხოთ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას.

  • როგორ დაიწყო 2024 წელი? თუ გაქვთ ჯავშნები? რა სიახლეებს გეგმავთ 2024 წელს და რა მოლოდინი გაქვთ ტურისტულად მაღალ სეზონზე?

2024 წლისთვის მოლოდინი ზომიერია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის მიმართ მზარდი იქნება. როგორც აღვნიშნეთ, ველოდებით აღმოსავლეთი ქვეყნებიდან სტუმრებს და ასევე ევროპული ბაზრების გააქტიურებას.

ცხადია, რომ მიმდინარე წლის ჯავშნები უკვე გვაქვს, მაღალ სეზონზე გარკვეული პერიოდები სრულადაც არის უკვე დაჯავშნილი სასტუმრო. თბილისის ბაზარი ისტორიულად გამოირჩევა სეზონურობით, შესაბამისად მარტივია მაღალ სეზონზე მუშაობა, მართვის ეფექტურობა კი სწორედ იმაში გამოიხატება თუ როგორ უმკლავდები დაბალ სეზონს, ამისთვის კი ჩვენს სასტუმროში წარმატების ყველა წინაპირობა არსებობს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Air Canada სექტემბერ-ოქტომბერში რეკორდულ შემოსავალს ელის

20.08.2026.17:00

Air Canada-ს სექტემბრისა და ოქტომბრის შემოსავალი, სავარაუდოდ, ამ ორი თვისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, რადგან პრემიუმ კატეგორიის სულ უფრო მეტი მგზავრი ევროპასა და იაპონიაში ზაფხულის სიცხესა და ტურისტების სიმრავლეს გაურბის, - აცხადებს კომპანია.

ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი ავიაკომპანიები ბოლო წლებში საკუთარ ბიზნესს სულ უფრო მეტად აფუძნებენ პრემიუმ კატეგორიის მგზავრებზე, კორპორაციულ კლიენტებსა და ლოიალობის პროგრამების წევრებზე, რადგან მათი შეფასებით, ტარიფების ზრდის შემთხვევაში ეს მომხმარებლები ხარჯების შემცირებას ნაკლებად მიმართავენ.

შემოდგომაზე საქმიანი მოგზაურობის მოთხოვნის ზრდა, პრემიუმ კატეგორიის დასასვენებელი მოგზაურების სამოგზაურო ჩვევების ცვლილებასთან ერთად, ავიაკომპანიების ხელმძღვანელების მოლოდინებს ზრდის იმ სეზონებთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე ივლისისა და აგვისტოს მსგავსი პიკური სამოგზაურო თვეებისგან შედარებით ნაკლებად დატვირთულად მიიჩნეოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა