მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩინელი ტურისტებისათვის საქართველო საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა - ნატა კვაჭანტირაძე

news image
mbc image

ჩინელი ტურისტებისათვის საქართველო საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინელები საკმაოდ აქტიური და ორგანიზებული მოგზაურები არიან და შესაბამის  ინვესტიციას დებენ დასვენებაში.

„აღნიშნულ საკითხზე ასოციაციის წევრებთან ჯერ მიმსჯელია, თუმცა ნებისმიერი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან ტურისტის მისაღებად, რა თქმა უნდა დადებითი ეფექტის მომტანია.

ტურიზმის ჭრილში თუ ვისაუბრებთ ჩინურ ბაზარზე, ამ ქვეყნის მოქალაქეები საკმაოდ აქტიურად მოგზაურობენ და  ძალიან ორგანიზებული მოგზაურები არიან. შესაბამისად, მათთვის საქართველო საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად და იმისთვის რომ ეზიარონ განსხვავებულ კულტურას.

ჩვენი ქვეყანა ნამდვილად განსხვავდება ჩინური კულტურისგან და შესაბამისად ეს მათი ინტერესის სფერო უნდა იყოს, როგორც კულტურის, ასევე ჩვენი გასტრონომიისა და ღვინის ჭრილში.

ზოგადად ჩინელი ტურისტი საკმაოდ კარგ ინვესტიციას დებს დასვენებასა და მოგზაურობაში. მათ უყვართ შენაძენების გაკეთება ამა თუ იმ ქვეყანაში და ზოგადად ჩინურ ბაზარს ძალიან ბევრი ქვეყანა უკავშირებს შოპინგის მიმართულებასაც.

ცალსახაა, ჩვენს ქვეყანაში ისინი ცოტა განსხვავებული მიდგომებით უნდა დავაინტერესოთ. ეს შეიძლება იყოს ჩვენი ღვინო, ადგილზე გასტრონომიული ბენეფისები, რაც შესაძლოა, მათთვის საინტერესო იყოს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს იმას რომ აღნიშნული ტურისტები გაწევენ დამატებით დანახარჯებს ამ მიმართულებითაც“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინელი ტურისტებისთვის ბაზრის გახსნა უკვე დააანონსა და მათ საქართველოში შემოსვლა ერთი თვის განმავლობაში ვიზის გარეშე შეეძლებათ.

იმავდროულად, იგეგმება ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების რაოდენობის ზრდა. აღნიშნულ საკითხზე ჩინურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უკვე აწარმოებს. 

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, COVID-პანდემიამდე ანუ 2019 წელს საქართველოს ჩინეთიდან 48 071 ტურისტი სტუმრობდა, 2022 წელს კი მათმა რაოდენობამ მხოლოდ 7 380 შეადგინა.

შესაბამისად კლება 2019 წელთან შედარებით 84,6%-ია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ორი კვარტლის სტატისტიკას, ქვეყანამ 6 თვეში 12 659 ტურისტი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კოვიდ შეზღუდვები მხოლოდ რამდენიმე თვის უკან მოიხსნა და შესაბამისად ქვეყნის მოსახლეობამ აქტიური გადაადგილება რამდენიმე თვეა რაც დაიწყო.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა