ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინელ ტუროპერატორებსა და ინფლუენსერებს უმასპინძლა.
გაცნობითი ტურის ფარგლებში საქართველოს ჩინური მედიისა და ტურისტული კომპანიების 12 წარმომადგენელი ეწვია. სტუმრები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, თბილისის მარშრუტებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს.
საქართველოში ვიზიტის შემდეგ ტუროპერატორები შეიმუშავებენ ახალ მარშრუტებს და ჩინელ მოგზაურებს საქართველოს მიმართულებით ჯგუფურ ტურისტულ პაკეტებს შესთავაზებენ.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ შანხაიდან თბილისის მიმართულებით პირვლეი ავიარეისით ვიმგზავრე. ჩვენ გავეცანით საქართველოს მიმართულებას, ძალიან გვახარებს თბილისის ულამაზესი ხედების ხილვა. მიღებულ შთაბეჭდილებებს სულ უფრო მეტ მგზავრს გავუზიარებთ, რათა მათ ჩვენი ავიკომპანიის საშუალებით ჩინეთიდან საქართველოში იმოგზაურონ. მოხარულნი ვართ, რომ გვეძლევა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ველოდებით, რომ მომავალში პარტნიორობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ”,-აცხადებს China Eastern Airlines-ის წარმომადგენელი სტივენ ლი.
„ვფიქრობ, ეს ახალი მარშრუტი საქართველოში ბევრ ჩინელ ტურისტს ჩამოიყვანს. რეალურად, ჩვენგან ცოტამ თუ იცის საქართველოს საოცარი ბუნებისა და შესანიშნავი კერძების შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს ახალი მარშრუტი ორმხრივად მომგებიანი იქნება. ჩემს გამომწერებს აუცილებლად ვურჩევ, რომ საქართველოს ეწვიონ”,-აღნიშნავს ტანგ ჯინგი, ინფლუენსერი ჩინეთიდან.
„პირველ რიგში გეტყვით რომ თბილისზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. უკან დაბრუნებისთანავე აქტიურად გავუწევ პოპულარიზაციას საქართველოს დედაქალაქს და ამ ტურისტულ მიმართულებას. მას შემდეგ, რაც პირდაპირი ფრენები დაიწყო ვფიქრობ ჩინეთიდან საქართველოში ბევრი მოგზაური ჩამოვა და ეს მიმართულება უფრო პოპულარული გახდება. ვფიქრობ, მომავალ წელს ჩვენმა სააგენტომ თვეში 4 ტურისტული ჯგუფი გამოაგზავნოს საქართველოში, თითო ჯგუფში დაახლოებით 20 ადამიანი იქნება. ჩვენ ამ მიმართულების პოპულარიზაციას აქტიურად გავუწევთ“,-ამბობს Shanghai Zongxing Group Travel Agency-ის წარმომადგენელი ვუ სიაო იანი.
China Eastern Airlines-მა შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით პირდაპირი რეისები 15 ივლისიდან დაიწყო. ავიაკომპანიის ბორტი საქართველოს მიმართულებით კვირაში სამჯერ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას დაფრინავს.
სხვა სიახლეები
Wizz Air ზამთრის სეზონის სიმძლავრეს ამცირებს, თუმცა 2030 წლისთვის ზრდის მიზნებს ადგენს
22.09.2026.17:00
დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ზამთრის სეზონის ფრენების სიმძლავრეს 5%-ით ამცირებს და ამით სხვა ავიაკომპანიებს უერთდება, რომლებმაც მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ზრდის გეგმები შეამცირეს. ამასთან, მოსალოდნელზე უკეთესმა ზაფხულის სეზონმა კომპანიას საშუალოვადიან პერიოდში შემოსავლების პროგნოზის გაუმჯობესების შესაძლებლობა მისცა.
მიმდინარე კონფლიქტმა ავიაციის ინდუსტრიაში COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ხარჯების ყველაზე დიდი შოკი გამოიწვია. ლატვიური ავიაკომპანია airBaltic მიმდინარე კვირის დასაწყისში პირველი ევროპული ავიაკომპანია გახდა, რომელმაც კონფლიქტის გავლენის გამო გაკოტრების პროცედურა დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ სრული მომსახურების ავიაკომპანიები, როგორც წესი, დაბალბიუჯეტიან ოპერატორებზე უფრო მედეგები აღმოჩნდნენ, იაფ ბილეთებზე დაფუძნებული ბიზნესმოდელის მქონე კომპანიებსაც კი უჭირთ გაზრდილ ხარჯებთან გამკლავება. საწვავის ფასების ზრდის ფონზე, აშშ-ის მსხვილმა ავიაკომპანიებმაც დაგეგმილი ფრენების განრიგის შემცირება დაიწყეს, რადგან საწვავის გაძვირება მათ მოგებიანობას საფრთხეს უქმნის.
Wizz Air-ის საწვავის ხარჯები პანდემიამდელ დონესთან შედარებით მკვეთრად იზრდება
ავიაკომპანიის საწვავზე დანახარჯები, სავარაუდოდ, 2019 წელთან შედარებით სამჯერ მეტად გაიზრდება, რადგან მიმდინარე კონფლიქტის გავლენა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასების ზრდას იწვევს. ეს იმ ბოლო პერიოდის ტენდენციას ცვლის, როდესაც Wizz Air-ის საწვავის ხარჯები თანდათან მცირდებოდა.