მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

ჩინეთიდან ძალიან დიდი ზრდა გვაქვს - თბილისი-შანხაის რეისები 98-99%-ით დატვირთულია | მაია ომიაძე

news image
mbc image

ჩინეთიდან ძალიან დიდი ზრდა გვაქვს - თბილისი-შანხაის რეისები 98-99%-ით დატვირთულია, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა.

„9 თვის, პირველი სამი კვარტლის მონაცემი ძალიან დადებითია, ძალიან პოზიტიურია, მით უფრო, როგორც თქვენ გახსნით სიტყვაში აღნიშნეთ, მეორე კვარტალში რეგიონში მიმდინარე ომებიდან გამომდინარე, ნამდვილად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ სავარაუდო დანაკარგებზე რომ ისაუბრა, უკვე ჩვენ ვიცოდით, რომ წლის ბოლომდე შესაძლო დანაკარგებზე იქნებოდა საუბარი და ჩვენ თქვენს ეთერშიც ვისაუბრეთ, რომ პრევენციულად, ეკონომიკის სამინისტროსთან, აეროპორტების გაერთიანებასთან, ავიაციასთან ერთად აქტიურად ვიმუშავეთ, რომ მოგვეხერხებინა უკვე მესამე კვარტალში შესაძლო დანაკარგების მინიმიზაცია და ნამდვილად ასეც მოხდა. ძალიან კარგი შედეგი გვაქვს როგორც შემოსავლების, ისე ვიზიტორების ოდენობის თვალსაზრისით. 6 მილიონს გადააჭარბა საერთაშორისო მოგზაურობის ოდენობამ და 3.8 მილიარდი ამერიკული დოლარი არის შემოსავალი ტურიზმიდან.

უშუალოდ ცალ-ცალკე ქვეყნებზეც რომ ვისაუბროთ და ჩაშლილ სტატისტიკაზე, ძალიან თვალნათელია მუშაობის შედეგი. თქვენ რომ ნახოთ, ჩვენ აქტიურად რომელ ბაზრებზე ვმუშაობთ სტრატეგიულად, სადაც კამპანიები გვაქვს და, ამავდროულად, რომელი ქვეყნებიდან ემატება პირდაპირი რეისები, ეს თითქოს შემთხვევით არ არის, რომ სწორედ ამ ბაზრებიდან ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდები.

გარკვეულწილად, ზოგიერთ ბაზარზე გვაქვს, რა თქმა უნდა, შენარჩუნების ტენდენცია და ვცდილობთ, რომ ნაკლები დანაკარგი იყოს, ისევ და ისევ ომის ეფექტიდან გამომდინარე. თუმცა ძალიან წარმატებით შევძელით, რომ ეს ჩანაცვლება იმ ბაზრებზე, სადაც ცნობადობა ისედაც მაღალია, მარკეტინგული აქტივობებით, ბიზნესშეხვედრებით, B2B შეხვედრებით, road show-ებით, ძალიან მალე მიგვეღო ეფექტი.

მესამე კვარტლის მონაცემები ჩაშლილად რომ ნახოთ, მთლიანი სამი კვარტლის მონაცემები არის ამ პლუსებით გასული და მეორე კვარტლის მცირედმა მინუსმა დააბალანსა, თორემ ცალკე მესამე კვარტალში კიდევ ბევრად მეტი ზრდებია, რაც სწორედ ამ მუშაობის ეფექტს აჩვენებს.

ასევე მინდა დავამატო: სტრატეგიულ ბაზრებზე როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩინეთიდან გვაქვს ძალიან დიდი ზრდა. გარდა იმისა, რომ თვითონ ციფრები ძალიან შთამბეჭდავია, მას შემდეგ, რაც პირდაპირი რეისი დაინიშნა თბილისი-შანხაი-თბილისის მიმართულებით, არცერთი რეისი არ ყოფილა, რომ 98-99% არ ყოფილიყო სრულად დატვირთული.

ახლაც ჩემი გუნდის თანამშრომლები არიან პეკინში, road show გვაქვს. ჩვენ ორ ნაწილად გვქონდა ჩინეთი გაყოფილი: მაისში - შანხაი და მიმდებარე ქალაქები, პეკინი კი ახლა გვაქვს. თქვენ ნახეთ დიდი გარე რეკლამები, ბიზნესთან შეხვედრები. ტრადიციულ მედიაშიც, CCTV-ზე, გვქონდა გარკვეული გადაცემები და რეკლამები.

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ ასეთი მსხვილი მარკეტინგული ინტერვენციები, რაც გულისხმობს მრავალმხრივ, მრავალშრიან კამპანიებს, ასე აქტიურად დავიწყეთ და ნამდვილად ასეთი შედეგიც მივიღეთ.

ასევე ხაზი მინდა გავუსვა ევროკავშირის ქვეყნებს და დიდ ბრიტანეთს. აქაც, შარშან, დიდი ბრიტანეთიდან პირდაპირი რეისების დამატებამ არნახული შედეგი მოგვცა. ყოველთვის სავსეა ბორტი და სავსეა ბრიტანელებით.

იგივე შედეგი გვაქვს გერმანიიდან, პოლონეთიდან. ისრაელიდან გვქონდა ძალიან დიდი ზრდა მესამე კვარტალში, რაც სამი კვარტლის ჭრილში ძალიან პოზიტიურ მაჩვენებლებს აჩვენებს.

აქაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირიდან და ბრიტანეთიდან ყოველ კვარტალში და წლიდან წლამდე რაღაცნაირად საკუთარი რეკორდი იხსნება, იმიტომ რომ, თუ ვთქვათ, ვამბობდი, რომ არასოდეს ამდენი ევროპელი საქართველოში არ ჩამოსულა, ახლა იგივეს ვიძახი, ოღონდ წინას კვლავ გადავუსწარით და ძალიან დიდი ოდენობა გვყავს როგორც ვიზიტორების, ისე შემოსავლების თვალსაზრისით. ევროკავშირი შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

ბრიტანეთში გვქონდა ძალიან აქტიური კამპანიები, ახლაც მიმდინარეობს როგორც გარე რეკლამა, ისე რეპუტაბელურ მედიებში სტატიები, გადაცემები, სიუჟეტები თუ რეკლამის გაშვება.

შემოდგომაზე გვქონდა ევროპაში ვრცელი კამპანია. ბერლინში, მიუნხენში, სკანდინავიის ქვეყნებში გვქონდა ძალიან საინტერესო აქტივობები. აქაც აღსანიშნავია, რომ ნორვეგიასთან პირდაპირი ფრენები გვაქვს. მთლიანად სკანდინავიის ქვეყნებში, ქალაქებში, ოსლოშიც და ბევრგან გვქონდა აქტივობები.

ეს მარტო ჩვენი შეფასება არ არის, რა თქმა უნდა, ციფრები თავისას საუბრობს, მაგრამ ასევე აღსანიშნავია კერძო სექტორი, რომელიც ჩვენთან ერთად მონაწილეობს ამ ღონისძიებებში ქვეყნის პრეზენტაციებსა თუ ბიზნესთან ბიზნესის დაკავშირებაში.

განსაკუთრებით, ჩინეთი და ინდოეთი არ შეიძლება გამოგვრჩეს, იმიტომ რომ იქაც ძალიან საინტერესო მიმართულებებს ვავითარებთ. ვფიქრობ, რომ მთლიანობაში წლევანდელი წელი ძალიან დახუნძლული იყო.

არ არის ჩვენთვის არცერთი სეზონი ისეთი, რომ ამოსუნთქვის შესაძლებლობა გვქონდეს. უკვე ზამთრის სეზონისთვის მზადება დავიწყეთ და, როდესაც ჩვენ მარკეტინგზე ვსაუბრობთ, სეზონიდან სეზონამდე, რა თქმა უნდა, ე.წ. კონტენტის, ანუ შინაარსის ცვლილება მიმდინარეობს და ახლა ჩვენ უკვე დავიწყეთ ზამთრის სეზონის პოპულარიზაცია“, - აცხადებს მაია ომიაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს - მაია ომიაძე

26.10.2026.10:15

ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა.

„ჩვენ ასევე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ზოგადად ეკონომიკის სისტემაში არსებულ სხვადასხვა უწყებებთან და, ამ შემთხვევაში, ტრასების განვითარების სააგენტო, რომელიც ემზადება ძალიან აქტიურად ახალი სეზონისთვის. 20 დეკემბერს გაიხსნება, უკვე დაანონსებულია ღიად ზამთრის სეზონი გუდაურში. ყველგან მიმდინარეობს, ყველა კურორტზე ბაკურიანშიც, მესტიაშიც მოსამზადებელი სამუშაოები.

გუდაურს გამოვყოფდი ერთი იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურულად განსაკუთრებული სამუშაოებია, როგორც გათოვლიანების სისტემის, ისე გარკვეული საბაგიროების ჩანაცვლების თვალსაზრისით. იცით, რომ კურორტი ერთი არის ის, რაც მთაზე ხდება, ის, რაც, ვთქვათ, ტექნიკურად  საბაგიროები, ტრასები და ის, რაც ტურისტს მთაზე სასრიალოდ სჭირდება. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს, ამ შემთხვევაში, ტრასების მართვის კომპანიის ქვეშ, მაგრამ, რა თქმა უნდა, დანარჩენი მუნიციპალური სერვისები, თვითონ კურორტის მართვა, გზები  ეს კომპლექსური თემაა.

ზამთრის დადგომასთან ერთად არაერთი სირთულე და გამოწვევა, როგორც წესი, არის ხოლმე და ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი ძალიან სწორად იგეგმება. ძალიან კარგი სეზონი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თოვლით განებივრებულები ვართ. მაინც, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტი გვქონდეს როგორც შეჯიბრებების, ისე ტურიზმის მომსახურების თვალსაზრისით, გათოვლიანების სისტემა ემატება, ღამის განათებები ემატება ახალ ტრასებზე. ჩვენ ადრეც გვქონდა ღამის სრიალი გუდაურში და ახლა უკვე დამატებითი ტრასები იქნება.

ვფიქრობ, რომ წლევანდელი ზამთარიც იქნება აქ ჩამოსული მოგზაურისთვის დაუვიწყარი. ნამდვილ თოვლსაც ველოდებით, ამითაც განებივრებულები ვართ. ევროპაში ფაქტობრივად ნამდვილი თოვლი აღარ არის, ძალიან რთულად, გვიან მოდის, უხარისხოა და ჩვენ ამითაც განებივრებულები ვყავართ სამყაროს“, - აცხადებს მაია ომიაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა