ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდთან აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა - მარიამ პაპუნაშვილი
შანხაიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026 ქართული კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კავშირების დასამყარებლად ასობით შეხვედრა გამართეს. კომპანია „პრომეთეა ვოიაჟის“ წარმომადგენლის მარიამ პაპუნაშვილის შეფასებით, გამოფენაზე საქართველოს მიმართ მაღალი ინტერესი გამოიკვეთა. მისი თქმით, ჩინური ტურისტული კომპანიები განსაკუთრებით ქართული კულტურით, ისტორიით, ღვინითა და გასტრონომიით დაინტერესდნენ.
„ძალიან მაღალი იყო საქართველოსადმი ინტერესი. გამოფენაზე სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ ჩინეთიდან. ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად გაგვეცნო ჩვენი კულტურა, ისტორია, ტრადიციები. დაინტერესებულები არიან ჩვენი კულტურით, ღვინითა და გასტრონომიით. ჩინეთის გამოფენაზე პირველად ვარ და ნამდვილად არ ველოდი ასეთ აქტიურობას. ხშირად რიგებიც კი იყო შეხვედრის მსურველების. გავცვალეთ კონტაქტები და ნამდვილად დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალში პარტნიორულ ურთიერთობებს დავამყარებთ,“ - განაცხადა მარიამ პაპუნაშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.