ჩინურ ავიაკომპანიებთან ამ ქვეყნის პროვინციებიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს საავიაციო ხელისუფლება ახალი მიმართულებების და სიხშირეების დამატებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც China Southern Airlines-სთან ისე სხვა ჩინურ ავიაგადამზიდავებთან. როგორ Business Insider Georgia-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რაც უფრო მეტი პირდაპირი რეისი იქნება ორ ქვეყანას შორის, საქართველოში უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა.
„ჩინეთის მიმართულებით სიხშირეების ზრდაზე ვესაუბრებით პარტნიორ ავიაკომპანიას. თუმცა იმავდროულად ვესაუბრებით სხვა ჩინურ ავიაკომპანიებს, რათა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტს ჰქონდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციასთან და ცენტრალურ აეროპორტებთან.
ეს ყველაფერი ბუნებრივია, მოემსახურება მთავარ ღირებულებას, რომ გვექნება მეტი საჰაერო ფრენა ჩინეთთან და მეტი სიხშირეები. გვექნება ასევე გაზრდილი გამტარუნარიანობა. ჩამოვა ქვეყანაში მეტი ტურისტი, რომელიც დახარჯავს მეტ ფულს. და ჩვენ ამით გავაძლიერებთ ტურისტულ ვიზიტებსაც და რაც მნიშვნელოვანია ტურიზმიდან ქვეყანაში მეტი შემოსავალი შემოვა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.