მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენ არაერთი მიზნობრივი კამპანია ვაწარმოეთ, რომ დღეს საქართველოში გერმანიის 7 ქალაქიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებდეს - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

"ჩვენ მემილიონე მოგზაურს გერმანიიდან ვუმასპინძლეთ, რაც არ არის შემთხვევითი. ეს არის ჩვენი სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ჩვენ არაერთი მიზნობრივი მარკეტინგული კამპანია ვაწარმოეთ იმისთვის, რომ დღეს საქართველოში გერმანიის 7 ქალაქიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებდეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივივილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მემილიონე მგზავრის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელსაც, მან „საქართველოს კარიბჭე ევროპისკენ" უწოდა. „ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად შრომობს, რათა კიდევ უფრო მეტმა ავიაკომპანიამ გადაწყვიტოს ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით, ქუთაისის აეროპორტში ოპერირება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მზაობა, ჩვენი ინფრასტრუქტურა, მომსახურება, ჩვენი გუნდი ადგილზე საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს შეეფერებოდეს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

მიღებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატური კორპუსის, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წარმომადგენლები და  აეროპორტის ვეტერანი თანამშრომლები დაესწრნენ. მიღებაზე აეროპორტის ვეტერანი თანამშრომლებს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის სახელით ავიაციის ისტორიაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის სპეციალური სიგელები და მედლები გადაეცათ.

მარიამ ქვრივიშვილმა ვეტერან ავიატორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს, ყველა ზომის საჰაერო ხომალდს მოემსახუროს. „ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ავიაცია და ტურიზმი, რომლის განვითარებაც დიდწილად სწორედ ავიაციის ინდუსტრიაზე დამოკიდებული. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მეტი და მეტი სახელმწიფო ინვესტიცია ჩავდოთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში  და გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ქუთაისის აეროპორტი კვლავ იყოს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი ავიაციის ინდუსტრიაში," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის. 

მიღებაზე გაიმართა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია.

დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა, ერთი წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს პირველად უმასპინძლა. ავიაკომპანია WizzAir - ის რეგულარულმა რეისმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან ქუთაისში მემილიონე მგზავრი პიტერ გოეთზინგერი ჩამოიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობდა. კერძოდ, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე ინტეგრირებული აუდიო გამოფენა ეკრანებით და ყურსასმენებით, სადაც ნაჩვენები იყო საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი ვიდეო რგოლი ქუთაისის აეროპორტის 70 წლიან ისტორიასთან დაკავშირებით, ასევე, საარქივო მასალა ქალაქის პირველი აეროპორტით. გაიმართა ლექცია თემაზე - „ქუთაისის ავიაციის ისტორია", ხოლო ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სპეციალური ინსტალაციები და საბავშვო ვორქშოფები განთავსდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა