ჩვენ გავაკეთეთ საკმაოდ დიდი ანალიზი აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ ევროპის კურორტებთან, რეგიონის კურორტებთან: აზერბაიჯანი, თურქეთი, შუა აზიის ქვეყნები და ამ პირობებშიც კი ჩვენ ვართ ხელმისაწვდომი ფასების მქონე ქვეყანა იმ ინფრასტრუქტურის კვალობაზე, რასაც საქართველოს სთავაზობს საერთაშორისო დამსვენებელს - ლევან დარსალია
,,ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რაღაც კუთხით სუბსიდირებული ტარიფი ყოფილიყო”, - აცხადებს მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დარსალია.
როგორც მან აღნიშნა, ფასების შესახებ გადაწყვეტილება ქართველი და უცხოელი ტურისტების მხარჯველუნარიანობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
„კომერციულად რომ შევხედოთ, როგორც კომპანიას ჩვენ, რომ ვყოფილიყავით პირობითად მოგებაზე ორიენტირებული კომპანია, როგორც სხვა კერძო კომპანიები და კერძო კურორტების ოპერატორები, თანხა იქნებოდა 90 ლარზე დაახლოებით 30%-ით 35%-ით მეტი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის სწორედაც ის ტარიფი იქნებოდა დაწესებული, რაც უცხოელი დამსვენებლებისთვის - 120 ლარი. შესაბამისად გათვალისწინებული იქნა ქართველი ტურისტისთვის ხარჯვით უნარიანობა, უცხოელი ტურისტისთვის ხარჯვით უნარიანობა. 120 ლარი წარმოადგენს დაახლოებით 40 ევროს“, - აცხადებს ლევან დარსალია.
მისივე თქმით, სააგენტომ გააკეთა საკმაოდ დიდი ანალიზი აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ ევროპის კურორტებთან, ასევე რეგიონის კურორტებთან: აზერბაიჯანი, თურქეთი, შუა აზიის ქვეყნები.
„ამ პირობებშიც კი ჩვენ ვართ ხელმისაწვდომი ფასების მქონე ქვეყანა იმ ინფრასტრუქტურის კვალობაზე, რასაც საქართველოს სთავაზობს საერთაშორისო დამსვენებელს“, - აღნიშნა ლევან დარსალიამ.
სხვა სიახლეები

16.11.2026.10:55