მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი პროგნოზი გამართლდა, ტურისტული ვიზიტების სწრაფი ტემპით აღდგენა გრძელდება - მაია ომიაძე

news image
mbc image

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე 2023 წლის 9 თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით, 3 კვარტლის მონაცემებით ტურისტული ვიზიტები პანდემიურ პერიოდთან შედარებით თითქმის სრულად აღდგა.

„2023 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით საქართველოს 5 მილიონი 600 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით თითქმის 80 %-ით აღდგენა გვაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ  2022 წელთან მიმართებით +43%-იანი ზრდა  დაფიქსირდა.  9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მაია ომიაძის თქმით ტურისტული ვიზიტების სწრაფი ტემპით აღდგენა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სწორი სტრატეგიის შედეგია.

„მინდა ხაზი გავუსვა ფაქტს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზები გამართლდა და  ტურისტული ვიზიტების სწრაფი ტემპით აღდგენა გრძელდება. ძალიან სწორი მარკეტინგული სტრატეგიით მივდივართ, ჩვენი სამიზნე ქვეყნებია: გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროპის სხვა სახელმწიფოები, ასევე აღმოსავლეთის, სპარსეთის ყურისა და შორეული ქვეყნები: ინდოეთი, ჩინეთი, აშშ. სწორედ ეს სახელმწიფოები, ასევე მეზობელი ქვეყნები გამოირჩევიან საქართველოში ტურისტების რაოდენობით“,-აცხადებს მაია ომიაძემ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-სექტემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2023 წლის I-III  კვარტალში  საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია.

9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა