მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი ცენტრალური სცენარით, ინფლაცია შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს - ეკატერინე მიქაბაძე

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალური სცენარით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს და საშუალოდ 5.2% იქნება, ხოლო 2027 წლისთვის ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოდ 2.7%-ს მიაღწევს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფლაციის შემცირების მოლოდინს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, ნავთობის საერთაშორისო ფასების დინამიკა, ენერგორესურსებისა და სურსათის ფასების ტენდენცია, ეკონომიკური ზრდა და ლარის სტაბილურობა.

"ინფლაციის შემცირების მოლოდინის საფუძველს რამდენიმე გარემოება გვაძლევს. მათ შორის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარე ფაქტორები, კერძოდ, ნავთობის საერთაშორისო ფასების დინამიკა და შესაბამისად, ენერგორესურსების ფასები. მართალია, ახლო აღმოსავლეთში ბოლო ესკალაციის ეპიზოდმა მნიშვნელოვნად გაზარდა მერყეობა, თუმცა ისიც გვაჩვენა, რომ ზრდის ამპლიტუდა შედარებით დაბალი იყო. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ინფლაციის შემდგომი დინამიკის მოლოდინები შეგვიქმნა. ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე საპასუხო რეაქცია უკვე ნაკლებად პანიკურია. ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება საბაზო ეფექტის გავლენაც. ნავთობისა და ენერგორესურსების ფასების ზრდა მოკლევადიან პერიოდში ინფლაციურ ზეწოლას გააძლიერებს, თუმცა საბაზო ეფექტის შედეგად, შემდგომ პერიოდში ამ ფაქტორის გავლენა თანდათან შესუსტდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება სურსათის ფასების დინამიკაც.

ამ მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე გაურკვევლობა კვლავ მაღალია, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქტების ფასების მხრივ შედარებით ხელსაყრელი დინამიკა შეინიშნება. ამასთან, შიდა ბაზარზე არსებული ვითარებაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ სურსათზე ფასების შემცირების ტენდენცია უახლოეს პერიოდში გაგრძელდება“, - აღნიშნა ეკატერინა მიქაბაძემ. სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის ფაქტორიც. როგორც ეკატერინე მიქაბაძე განმარტავს, ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მაღალპროდუქტიული სექტორებით, რაც თავის მხრივ საწარმოო პოტენციალს ზრდის - ეს კი მოთხოვნის მხრიდან ამცირებს ფასებზე ზეწოლას.

„პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის ლარის მყარი პოზიციაც. შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი და მათი ერთდროული ზემოქმედება, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს, 2027 წელს კი მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. თუმცა ცხადია, ცენტრალურ სცენარში გაწერილი მოლოდინები მოიაზერებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მოკლე ვადაში დასრულებას და ნავთობის საერთაშორისო ფასების დასტაბილურებას“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა