დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia მგზავრებს სპეციალურ აქციას სთავაზობს
არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia მგზავრებს მარტის აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ავიაბილეთის დაჯავშნა 14 მარტამდე უნდა განხორციელდეს.
„მარტის თვეში, დაზოგე მეტი Air Arabia-თან ერთად! აღმოაჩინე ყველაზე გასაოცარი მიმართულებები საუკეთესო ფასად, ერთი გზა 199 დოლარიდან.
იჩქარე, დაჯავშნე 14 მარტამდე და ისიამოვნეთ ფრენით, ნებისმიერ დროს, 2024 წლის 10 ივნისამდე“, - აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ Air Arabia დღეისათვის შარჟა-თბილისი-შარჟას საჰაერო ხაზზე კვირაში 9 სიხშირით ოპერირებს და საკუთარ მგზავრებს პირდაპირი ფრენების გარდა მრავალ ტრანზიტულ მიმართულებებსაც სთავაზობს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.