მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.6
0.0025
flag
AZN 1.5521
-0.0007
flag
CNY 38.805
-0.0044
flag
EUR 3.0109
-0.0058
flag
GBP 3.5238
-0.0086
flag
KZT 56.35
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6384
-0.0009
news banner

დამწყები გიდების გადამზადება გრძელდება

news image
mbc image

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადება გრძელდება. ამ ეტაპზე, სამთვიანი ტრენინგ-კურსის მონაწილეებს პრაქტიკული გასვლები ბათუმის განაშენიანებისა და არქიტექტურის, ძველი ბათუმის საფეხმავლო ტურის, ღირსშესანიშნაობების, ბათუმის ძველი და ახალი ბულვარის მარშრუტების მიმართულებით ჩაუტარდათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული. გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას და პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებს ასევე გეგმავს ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის, როგორც ბათუმის, ისე მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. მხოლოდ მაისი-ივნისის თვეში ტრენინგები ჩატარდება მიმტანებისთვის, ბარმენებისთვის, მზარეულებისა და დაცული ტერიტორიების გიდებისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ავსტრალიური Travel + Luxury საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

08.07.2026.16:12

ავსტრალიურმა გავლენიანმა მედიაპლატფორმამ Travel + Leisure Australia საქართველოსა და თბილისს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტი საქართველოში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდა.

სტატიის ავტორი თბილისს აღწერს, როგორც ქალაქს, სადაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია და თანამედროვე კულტურული ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დედაქალაქის არქიტექტურაზე, გასტრონომიაზე, ღვინის კულტურაზე, სასტუმროებსა და ტრადიციულ სტუმართმოყვარეობაზე.

„ევროპის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქი მის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და მიმზიდველ ქალაქად იქცა. კავკასიონის მთების გულში მდებარე საქართველოს დედაქალაქი ყოველგვარ ინდექსებზე მაღლა დგას, როდესაც საქმე ტრენდულ სასტუმროებს, გამორჩეულ რესტორნებსა და დინამიკურ არტ-სცენას ეხება.“ - წერს ავტორი.

Travel + Luxury ავსტრალიის პრესტიჟული სამოგზაურო გამოცემაა, რომელიც მაღალი კლასის მოგზაურებისთვისაა განკუთვნილი და მსოფლიოს პრემიუმ მიმართულებებს აშუქებს. საქართველოს შესახებ სტატია სამოგზაურო გამოცემის 800 000-იანი აუდიტორიისთვისაა ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის პოპულარიზაციასა და მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების დაინტერესებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა