მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიმართულებით ისრაელიდან ძალიან დიდი ტურისტული ნაკადი წამოვა - სოსო ზუხბაია

news image
mbc image

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2026 მასშტაბური სტენდითაა წარდგენილი. ახლო ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილეს ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 30-ზე მეტი ქართულ ტურისტულ კომპანიასა და სასტუმროსთან ერთად მონაწილეობს.

გამოფენის მონაწილე კომპანია „ტურ ლიდერი“ ისრაელის ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს. კომპანიის წარმომადგენელი სოსო ზუხბაია, აღნიშნავს, რომ „კომპანიისთვის ისრაელი ერთ-ერთი მთავარი ბაზარია და იგრძნობა დიდი ინტერესი საქართველოს მიმართულებით“. მისი თქმით, მრავალწლიანი თანამშრომლობა ამ ფორმატის გამოფენებთან ბიზნესის განვითარებისთვის გადამწყვეტია.

სოსო ზუხბაიას განმარტებით, IMTM 2026-ის ფარგლებში გამართული შეხვედრები ცხადყოფს, რომ ისრაელის ბაზარზე საქართველოს მიმართ მრავალმხრივი ინტერესი არსებობს. მისი თქმით, პარტნიორები დაინტერესებულნი არიან როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის ტურისტული პაკეტებით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კულტურულ და ღვინის ტურებს, რაც საქართველოს მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე მზარდ მოთხოვნას ადასტურებს.

„ისრაელი ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია და საკმაოდ იგრძნობა ინტერესი საქართველოს მიმართულებით...დაინტერესებულები არიან სხვადასხვა ტურ-პაკეტებით, როგორც ზამთრის სეზონის, ასევე ზაფხულის სეზონის, კულტურული ტურებით, ღვინის ტურებით და ა.შ... დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი ტურისტული ნაკადი წამოვა საქართველოს მიმართულებით“ - აღნიშნავს სოსო ზუხბაია.

IMTM 2026-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს, 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციაა წარმოდგენილი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის კურორტებსა და ტურისტულად საინტერესო ადგილებს, ასევე დააგემოვნონ ქართული პროდუქტები, რაც ხელს უწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული ქვეყნის პოზიციონირებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა