დღეიდან მესტიაში სათხილამურო სეზონი იხსნება
დღეიდან მესტიაში სათხილამურო სეზონი იხსნება. ჰაწვალის სასრიალო არეალზე, 10:00-დან 16:00 საათამდე დამსვენებლებს მიიღებს მესტია-ჰაწვალისა და ჰაწვალი-ზურულდის დამაკავშირებელი საბაგიროები
თეთნულდის სასრიალო არეალზე, გაიხსნება შემდეგი საბაგიროები: ჩვაბიანი და ჯუმბერ კახიანი
აბონემენტები ხელმისაწვდომია კურორტის სალაროებში
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.