მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ხორციელდება, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა - ლევან მოსეშვილი

news image
mbc image

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება 14 წლის წინ დაიწყო და მგზავრთნაკადის მიხედვით, დღეს ის საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა.

ლევან მოსეშვილის თქმით, 14 წლის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტში ბევრი რამ შეიცვალა - დაემატა ახალი სამგზავრო ტერმინალი, განვითარდა ინფრასტრუქტურა და გაიზარდა სერვისები. აეროპორტის წარმატებაზე საუბრისას მან ასევე ხაზი გაუსვა მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკას და აღნიშნა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულებების დამატებაზე.

„როდესაც ქუთაისის აეროპორტი 14 წლის წინ გაიხსნა, პირველ წელს დაახლოებით 12,800 მგზავრი გვყავდა. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 1 მილიონ 800 ათას მგზავრამდე გაიზარდა. დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ხორციელდება, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებასა და მიმართულებების დამატებაზე. გვინდა, ჩვენს მგზავრებს, მოსახლეობასა და ტურისტებს ხელი შევუწყოთ, რომ ევროპის სხვადასხვა მიმართულებასთან პირდაპირი დაკავშირებადობა ჰქონდეთ. ჩვენი მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა დიდი ქვეყანა, ქალაქი და დედაქალაქი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დავაკავშიროთ“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა. 

ლევან მოსეშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 10 წელი შესრულდა ქუთაისში აეროპორტის მთავარი პარტნიორის, Wizz Air-ის ბაზის გახსნიდან. მან უნგრულ ავიაკომპანიას მიულოცა და წარმატება უსურვა.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის

15.10.2026.16:59

Toyota Center Tegeta-მ მომხმარებლებისთვის რიგით მეორე ოფროუდტური გამართა, სადაც მათ Toyota-ს მოდელების პრაქტიკულად გამოცდისა და ავტომობილების შესაძლებლობების რთულ რელიეფზე შეფასების შესაძლებლობა მიეცათ. ღონისძიებამ, რომელსაც ლილო არენამ უმასპინძლა, ოფროუდით დაინტერესებული საზოგადოება ერთ სივრცეში გააერთიანა.

ტურის ფარგლებში მომხმარებლებმა Toyota-ს სამი მოდელი გატესტეს - სრულიად ახალი LAND CRUISER 300 MILD HYBRID, HILUX და PRADO.



მარიამ მელიაშვილი, Toyota Center Tegeta-ს გენერალური დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელთან ურთიერთობა ავტომობილის შერჩევითა და შეძენით არ შემოიფარგლებოდეს. გვსურს, მათ შევთავაზოთ გამოცდილება, რომელიც ავტომობილის უკეთ გაცნობაში, მართვის უნარების განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარება. ოფროუდტური სწორედ ამ მიზანს ემსახურება. Toyota-ს ავტომობილები საიმედოობითა და გამავლობით გამოირჩევა, თუმცა ამ მახასიათებლების სრულად შეფასება მხოლოდ რეალურ, რთულ პირობებშია შესაძლებელი. ამ მიზნით მომხმარებლებს საშუალება მივეცით, სრულიად ახალი LAND CRUISER 300 MILD HYBRID, HILUX და PRADO საოფროუდე ტრასაზე გამოეცადათ და მათი შესაძლებლობები საკუთარი გამოცდილებით შეეფასებინათ. გარდა ამისა, ეს დღე მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობაცაა - შეგვიძლია, მოვისმინოთ მათი შთაბეჭდილებები, უკეთ გავიგოთ მათი ინტერესები და ერთად შევქმნათ ახალი გამოცდილება. პირველი ტურის შემდეგ მიღებულმა გამოხმაურებამ ცხადყო, რომ მომხმარებლები ამ ფორმატით დაინტერესებულნი არიან, ამიტომ მეორე ტურიც გავმართეთ და ამ პრაქტიკის გაგრძელებას მომავალშიც ვგეგმავთ“.



Toyota Center Tegeta-ს ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა: ტესტდრაივისა და შეჯიბრებისგან. ორივე აქტივობისთვის სპეციალური საოფროუდე ტრასები მოეწყო. 4X4 ავტომობილების მოყვარულებმა Toyota-ს მოდელების გამავლობა და მართვის შესაძლებლობები უშუალოდ საჭესთან გამოცადეს, შეჯიბრების დროს კი საკუთარი უნარებიც შეაფასეს.

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმატია, რომელიც ავტომობილის პრაქტიკულ გაცნობას, მართვის უნარების განვითარებასა და მომხმარებლებთან ცოცხალ კომუნიკაციას აერთიანებს.



ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: „ბრიჯსტოუნი“, „პოლარისი“, „თიბისი დაზღვევა“, „თიბისი ლიზინგი“, „ალდაგი“, „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „სოლო“ და „ვისოლი“.
Toyota Center Tegeta იაპონური ბრენდის, Toyota-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია მუდმივად ზრუნავს, მომხმარებლებს განსაკუთრებული გამოცდილება შესთავაზოს და ბრენდთან კიდევ უფრო დააახლოოს. მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც ოფროუდტურზე წარმოდგენილი, ისე Toyota-ს სხვა მოდელების ნახვა, დეტალების გაცნობა და ტესტდრაივის დაჯავშნა Toyota Center Tegeta-ს შოურუმში, მისამართზე: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №6.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად „ტოიოტას“ ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას“ უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა