მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7195.6
0.0057
flag
AZN 1.5566
-0.0006
flag
CNY 38.915
-0.0011
flag
EUR 3.0177
0.0144
flag
GBP 3.498
0.0127
flag
KZT 54.55
-0.0001
flag
TRY 0.0568
-0.0001
flag
USD 2.6462
-0.0006
news banner

დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და სწორედ ამიტომ ლონდონის ცენტრალურ ადგილებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა - მაია ომიაძე

news image
mbc image

ლონდონის ცენტრალურ ადგილებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა და დღეიდან რეკლამა 46 ლოკაციაზე ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ადმინისტრაციამ დაიწყო მარკეტინგული კამპანია, რომლის მიხედვითაც  ბრიტანელ მოგზაურებს საქართველოს შესახებ საჭირო ინფორმაციას აწვდიან.

„დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. 2025 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმა ავიაკომპანიამ დაიწყო პირდაპირი ფრენები. თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით easyJet კვირაში ორი სიხშირით, ხოლო British Airways კვირაში ოთხი სიხშირით დაფრინავს", - აღნიშნა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ბრიტანეთის ბაზარზე განხორციელებულმა ერთობლივმა მარკეტინგულმა აქტივობებმა შედეგი უკვე გამოიღო. წლის განმავლობაში დაგეგმილი კამპანიებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მასშტაბური გარე რეკლამაა.

„2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ბრიტანელი მოგზაურების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა. აღნიშნული კამპანია არ არის ერთადერთი, რასაც წლის განმავლობაში ბრიტანეთის ბაზარზე ვგეგმავთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ გარე რეკლამა ძალიან შთამბეჭდავი იქნება", - განაცხადა ომიაძემ.

კამპანიის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, ლონდონში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ფოტო კოლაჟებს 17 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერული სტუმართმოყვარეობის პირველი შთაბეჭდილება იყოს - ლევან მოსეშვილი

27.06.2026.14:10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გასტრონომიულ ფესტივალს GEMO FEST უკვე მეოთხედ უჭერს მხარს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ფესტივალის მთავარი პარტნიორია, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელიცაა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, GEMO FEST-ის მხარდაჭერა ხელს უწყობს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო ვიზიტორთა ნაკადების ზრდასა და ადგილობრივი კულინარიული კულტურის პოპულარიზაციას.
„ჩვენ ტრადიციულად მხარს ვუჭერთ მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარებას, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას და საერთაშორისო ვიზიტორთა ნაკადების ზრდას საქართველოში. GEMO FEST-ის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს როგორც ტრადიციულ ქართულ, ისე ნაკლებად ცნობილ კერძებს, ასევე ფესტივალში მონაწილე ადგილობრივ მეწარმეებსა და მათ პროდუქციას.
Gemo Fest-ი ყოველწლიურ ტრადიციად იქცა და მისი მიზანია რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების ზრდა.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს იმერული სტუმართმოყვარეობისა და გასტრონომიის პირველი შთაბეჭდილება, საიდანაც იწყება საქართველოს გემოების აღმოჩენა,“- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა