მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

DNT GROUP-მა თბილისის ცენტრში კიდევ ერთი სასტუმრო გახსნა - ინვესტიცია $7 მილიონია

news image
mbc image

DNT GROUP-მა თბილისის ცენტრში კიდევ ერთი სასტუმრო გახსნა. Hotel Monday უშანგი ჩხეიძის #22 მდებარეობს და 50 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. როგორც Business Insider Georgia-სთან  DNT Group-ის თანადამფუძნებელი დავით მესხმა განაცხადა, სასტუმრო საზეიმოდ 9 მარტს გაიხსნება. პროექტი 7 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიციით განხორციელდა.

„Hotel Monday DNT GROUP-ის ახალი  პროექტია, რომელიც მოიცავს 50 ნომერს და მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ძველ უბანში, მარჯანიშვილის მოედანთან ახლოს. მისი უნიკალური მდებარეობა სტუმრებს საშუალებას მისცემს დატკბნენ თბილისის მარჯვენა სანაპიროს ლამაზი ხედებით - როგორიცაა მთაწმინდა, ფუნიკულიორი და მდინარე მტკვარი.

ყველა ოთახი გვთავაზობს მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს, კომფორტულ საწოლს, მაღალი ხარისხის თეთრეულს, ყავის და ჩაის გასაკეთებელს კომპლექტს, სწრაფ უფასო WIFI-ს და ყველა იმ ატრიბუტიკას რაც საჭიროა სტუმრის კომფორტისთვის. 

სასტუმრო 2024 წლის 9 მარტს საზეიმოდ გავხსნით. პროექტი განხორციელდა უცხოური ინვესტიციით და ჯამური ღირებულება შეადგენს 7 მილიონ დოლარს. სასტუმროში 25 ადამიანია დასაქმებული. სასტუმროში არის 5 სხვადასხვა კატეგორიის ოთახი. სასტუმრო შექმნილია თანამედროვე არქიტექტორული ხედვებითა და საინჟინრო სტანდარტებით, აღჭურვილია უახლესი და თანამედროვე ტექნიკით.

ფუნქციონირებს ლოფტ-ბარი, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ, დახვეწილი გემოების  ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები“, - აცხადებს  DNT Group-ის თანადამფუძნებელი.

დავით მესხის თქმით, სასტუმრო მოიცავს მაღალი სტანდარტებით მოწყობილ სასაუზმე სივრცეს, მიმღებ ჰოლს - სადაც გადანაწილებულია მოსასვენებელი სივრცე, ტერასებს ხედებით მთაწმინდაზე და მყუდრო ეზოს.

„საუზმის კონცეფცია სრულად მორგებულია იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რის მიხედვითაც ხელმძღვანელობენ მაღალი კლასის სასტუმროები; ამავდროულად სტუმრებს საშუალება ექნებათ მიირთვან ქართულ გემოებზე მორგებული კერძები, რაც თავისთავად კარგი საშუალებაა უცხოელი სტუმრებისთვის, რომ  გაეცნონ ქართული სუფრის ელემენტებს. ტურისტებს ველოდებით როგორც ევროპული, ისე არაბული ქვეყნებიდან. სასტუმროს ნომრების ფასები იწყება 60 დოლარიდან და ადის 120 დოლარამდე, დამოკიდებული სეზონზე და ნომრის კატეგორიაზე. გვაქვს მოლოდინი, რომ გახსნიდან წლის ბოლომდე გვექნება 60%-იანი დატვირთვა“, - აღნიშნა დავით მესხმა. 

DNT GROUP სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და დაკომპლექტებულია პროფესიონალი მმართველებით. გუნდის თითოეულ წევრს სასტუმროების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

DNT Group მომსახურებებეში შედის: სასტუმროს დაგეგმარება/დეველოპმენტი; სასტუმროს მომზადება გახსნისთვის, სასტუმროს სრული მართვა და აუტსორს-გაყიდვები.

„კომპანიას წლიდან წლამდე აქვს შთამბეჭდავი ზრდის ტემპი, ამჟამად აერთიანებს 7 სასტუმროს, საიდანაც 5 მდებარეობს თბილისში, 1 ყაზბეგში და 1 ქუთაისში.  თითოეულ პროექტს ვუდგებით განსაკუთრებულად და აქცენტს ვაკეთებთ სტუმრების კმაყოფილებაზე, სასტუმროების მაღალ დატვირთულობაზე და საუკეთესო ფინანსურ შედეგებზე“, - აღნიშნა დავით მესხმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა