ძალიან სასიხარულოა, რომ მარტის ბოლოდან ეტაპობრივად, პირდაპირ ფრენებს საქართველოში 4 ავიაკომპანია დაიწყებს - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს ავიაბაზარზე გაზაფხულიდან 4 ახალი ავიაკომპანია შემოვა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ავიაბაზარზე ხელს შეუწყობს პირდაპირი ფრენების საშუალებით ტურისტების შემოსვლას საქართველოში, რაც შემდგომ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება.
„ძალიან სასიხარულოა, რომ მარტის ბოლოდან ეტაპობრივად, პირდაპირ ფრენებს საქართველოში 4 ავიაკომპანია დაიწყებს. „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზიჯეტი“ იწყებენ პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, რაც ბუნებრივია, რომ ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. ჩვენ ძალიან აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვგეგმავთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის იმდენად, რამდენადაც პირდაპირ ფრენებთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.