ძირითადი მიმართულებები გამყვანი ტურიზმის კუთხით ეგვიპტე და თურქეთია - Avianet
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი ეგვიპტესა და თურქეთში დასვენებაა. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ავიაქსელი • Avianet-ის დამფუძნებელმა ამირან აბესაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ეგვიპტის მიმართულებით ჩარტერული რეისები შარმ ელ შეიხის მიმართულებით სრულდება, ხოლო რაც შეეხება თურქეთს ტურისტების ტრანსპორტირება რეგულარული რეისებით ხდება, სადაც ტურისტულ კომპანიებს წინასწარ აქვთ შეძენილი ბლოკ ადგილები.
„ძირითადი მიმართულებები გამყვანი ტურიზმის კუთხით არის ეგვიპტე და თურქეთი. ეგვიპტის მიმართულებით სრულდება ჩარტერული რეისები.
ფასების ეგვიპტის მიმართულებაზე შარშანდელთან შედარებით გაზრდილი არ არის. თუმცა თურქეთის მიმართულებით ტურისტული პაკეტების ფასი გაზრდილია 10-20%-ით .მოთხოვნა ორივე მიმართულებაზე მზარდია. თურქეთის მიმართულებით ყველაზე აქტიური ბოდრუმში, ანტალიასა და იზმირში დასვენებაა“ , - აცხადებს ამირან აბესაძე.
მისივე განმარტებით, ეგვიპტის მიმართულებით ტურისტული პაკეტების (7 ღამე) ღირებულება 1200 ლარიდან იწყება, ხოლო თურქეთის მიმართულებით (6 ღამე) 1500 ლარიდან.
რაც შეეხება მაღალ სეზონს, საუბარია აგვისტოს თვეზე ტურისტული პაკეტების ფასი იზრდება.
სხვა სიახლეები
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე | საქსტატი
19.11.2026.11:50
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა1, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე — აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.5 მილიონი მგზავრი (6.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.5 მილიონი მგზავრი (6.2 პროცენტით მეტი).
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11.8 პროცენტი — გაგზავნილი.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.8 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5 ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 26.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.