მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

EasyJet საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის დიდი აღიარება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განაცხადია ევროპის ტურისტულ ბაზარზე - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - საბოლოოდ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ბრიტანულ ავიაკომპანია easyJet-თან, რომელიც საქართველოში ოპერირებას იწყებს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი აღიარება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შემოდის კიდევ ერთი ახალი, ძალიან ძლიერი საერთაშორისო ბრენდული ავიაკომპანია, რომელიც გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, გააძლიერებს ქვეყნის ტურისტულ პროდუქტს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,  მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

 

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლის აპრილიდან  პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს. მოლაპარაკების და ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირების დეტალებზე დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორ ირაკლი ქარქაშაძესთან და ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გამართა. მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მისი წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კომპანიის საქართველოს ბაზარზე ოპერირების პროცესს. 

 

„ჩვენი ინდუსტრიისთვის EasyJet ის შემოსვლა არის სრულიად ახალი განაცხადი.  მისი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლით მოვახდენთ ეკონომიკის ორი ძირითადი მიმართულების -  ტურიზმის და ავიაციის განვითარებას. ვგეგმავთ, რომ ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოოთ სამივე ქვეყანაში იმისთვის, რომ პარტნიორ ავიაკომპანიასთან ერთად შევძლოთ და უფრო მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ საქართველოში. ავიაცია საკმაოდ რთული და კომპლექსური სექტორია და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი და ორი დღის მუშაობის შედეგი, საკმაო ხანია, ჩვენი გუნდი პარტნიორებთან ერთად აღნიშნულ თემაზე მუშაობს და მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები ლოგიკურად, წარმატებით დავასრულეთ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი easyJet მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-11 ავიაკომპანიაა. 2023 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ 83 მლნ მგზავრი გადაიყვანა, წლიური შემოსავალი კი 10.8 მლრდ აშშ დოლარის ექვივალენტი იყო. კომპანია 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.

 

დღეს პრეს-კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბრიტანული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მთავრობის ეკონომიკური გუნდის სწორი, მათ შორის საავიაციო პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა.

 

„ასეთი ძლიერი ბრენდის შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას ძალიან გააძლიერებს. დარწმუნებულები ვართ, რომ 2025 წლის მარტიდან ჩვენ უკვე ვნახავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს აღნიშნული ქვეყნებიდან", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა