მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეგვიპტე, თურქეთი, კვიპროსი - რა მიმართულებებზეა სექტემბერში მოთხოვნა

news image
mbc image

ეგვიპტე, თურქეთი, კვიპროსი - ეს ის სამი მიმართულებაა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები სექტემბერში დასვენებისთვის ირჩევენ. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანია „ავიაქსელში“ განუცხადეს, გასული წლის სექტემბერშიც მოთხოვნა ძირითადად ეგვიპტის და თურქეთის მიმართულებებზე იყო, თუმცა წელს დაემატა კვიპროსი.
„ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული მიმართულებებია ეგვიპტე კერძოდ კი შარმ-ელ-შეიხი, ასევე თურქეთი და კვიპროსი.  გასულ წელსაც თურქეთის საზღვაო კურორტები და ეგვიპტე საკმაოდ მოთხოვნადი იყო თუმცა წელს კვიპროსმა წინ წამოიწია და ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება გახდა“, - აცხადებს „ავიაქსელის“ გაყიდვების მენეჯერი ლელი აბესაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, კვიპროსის მიმართულებაზე ფასები 10%-ითა გაზრდილი, მოთხოვნა უფრო გაზრდილია.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ლელი აბესაძის თქმით, ეგვიპტის ტურებზე ფასები სექტემბერზე იწყება 1500 ლარიდან, თუმცა არის გარკვეული შეთავაზებები, რომლის დროსაც ეგვიპტეში დასვენება ბევრად უფრო ბიუჯეტურადაცაა შესაძლებელი.  
„ამ ეტაპზე ჩვენს მაგალითზე ყველაზე ბიუჯეტური მიმართულება მაინც  შარმ-ელ-შეიხია. თურქეთის საზღვაო კურორტებზე ტურისტული პაკეტის ფარგლებში დასვენება სექტემბრის თვეში იწყება 2000 ლარიდან. თურქეთის მაგალითზე, გასული წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 30%-ით და უფრო მეტითაც კია გაზრდილი. სწორედ ამ ფონზე, ბიუჯეტიდან გამომდინარე თურქეთზე მოთხოვნა ოდნავაა შემცირებული, ეგვიპტეზე კი პირიქით გაზრდილია“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ლილე აბესაძე.
„ავიაქსელის“ გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ სექტემბერზე უკვე გაზრდილია მოთხოვნა ასევე ისეთ ეგზოტიკურ მიმართულებებზე, როგორიცაა ინდონეზია და ტაილანდი. 
თუმცა ეს უკვე სულ სხვა ტიპის დასვენებაა და ამ შემთხვევაში ბიუჯეტი 3500 ლარიდან იწყება. იქ ტურისტები წლის ნებისმიერ დროს სტუმრობენ, თუმცა ოქტომბრიდან იწყება წვიმების სეზონი და მოთხოვნა ალბათ შემცირდება“, - აცხადებს ლელი აბესაძე. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა