მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემამ, შესაძლოა, სვანეთში ტურისტულ სეზონს საფრთხე შეუქმნას - „ბანგურიანი“ მესტიაში

news image
mbc image

ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების საკითხი სვანეთისთვის ისევ მოუგვარებელია. სასტუმროებში ახალი სეზონისთვის სამზადისი დაწყებულია და პირველ შეკვეთებსაც აფორმებენ.

სექტორში ღიად აცხადებენ, რომ ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემა ნამდვილად იწვევს შიშს და გაურკვევლობას, რადგან შეიძლება ამ პრობლემის გამო შეკვეთები გაუუქმდეთ, რის ფაქტიც შარშანდელ სეზონზე არაერთი იყო.

,,ბანგურიანის“ დირექტორი ნოდარ ჯაფარიძე Business Insider Georgia -თან ამბობს, რომ ამ ეტაპზე ელექტროენერგია მუნიციპალიტეტს ჩვეულებრივ მიეწოდება, თუმცა გასულ კვირას ელექტროენერგიის მიწოდება რამდენჯერმე შეწყდა. 

„ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტი ხშირია. ამ მომენტში შეფერხება არ არის, მაგრამ წინ ზამთარია და მოგვარდება თუ არა პრობლემა, არ ვიცით. ელექტროენერგიის საკითხი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად არის მესტიაში, რატომღაც ვერ მოწესრიგდა ეს სფერო, აქედანვე შიშს იწვევს მოახლოებული სეზონი, რადგან შეიძლება სასტუმროს გამართულ მუშაობაში ხელი შეგვეშალოს.

პირველ რიგში, დენის გათიშვა მილებში წყლის გაყინვას გამოიწვევს, რაც ინფრასტრუქტურაში შექმნის პრობლემას. ტურისტი არ წამოვა  ასეთ პირობებში, რაც მერე ჯავშნებზეც აისახება. შეკვეთები დაწყებულია, დადებითი მოლოდინია და ელექტროენერგიის სისტემურმა მოუწესრიგებლობამ შეიძლება დიდი დაბრკოლება შექმნას“, - ამბობს ნოდარ ჯაფარიძე.

ცნობილი ფაქტია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტრომომარაგების შეფერხება მოსახლეობის მაინინგის პროცესში ჩართვას უკავშირდება, რასაც ადგილობრივი ხელისუფლებაც აღიარებს. ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები მზარდ დატვირთვას ვერ უძლებენ, რის გამოც ადგილზე დენის მომარაგებაში პრობლემაა  და ტურისტულ სეზონს საფრთხეს უქმნის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა