მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

 ენგურჰესის კაშხალს ახალი სივრცე - “კლდის ხელოვნების გალერეა” შეემატა

news image
mbc image

ენგური ატრაქციას კიდევ ერთი საინტერესო სიახლე აქვს. ენგურჰესის კაშხალს ახალი სივრცე - “კლდის ხელოვნების გალერეა” შეემატა.

ენგური ატრაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პრეისტორიული ხანიდან მოყოლებული, კლდის ხელოვნება, ადამიანის მიერ სამყაროს შემეცნებისა და ცოდნის გადაცემის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა. სხვადასხვა ბუნებრივ ზედაპირზე: კლდეებზე, ლოდებსა თუ მღვიმეებში, ადამიანის მიერ ამოკაწვრით, ამოკვეთით ან საღებავით შესრულებული გამოსახულებები, კაცობრიობის კულტურული, შემეცნებითი და მხატვრული საწყისების ყველაზე დიდი მტკიცებულებაა.

საქართველოს რეგიონებში: შიდა და ქვემო ქართლში, ჯავახეთში, ლეჩხუმში, და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მიკვლეულია კლდის ხელოვნების როგორც უძველესი, ასევე შუასაუკუნეების პერიოდში შექმნილი ნიმუშები, რაც საქართველოს მრავალფეროვანი მემკვიდრეობის კიდევ ერთ, გამორჩეულ კორპუსს ქმნის.

საქართველოს, სხვადასხვა, რეგიონსა და დროის სხვადასხვა დიაპაზონში აღმოჩენილი კლდის ხელოვნების ნიმუშების ასლების კოლექცია, პირველი მცდელობაა ერთ სივრცეში თავი მოუყაროს და ფართო საზოგადოებას გააცნოს ეს განსაკუთრებული მემკვიდრეობა.

ენგურის კაშხლის გვირაბში, საქართველოში აღმოჩენილი კლდის ხელოვნების ასლების გამოფენის მოწყობის ლაიტმოტივი არის ადამიანის შემეცნების ისტორიულ პერიოდში შექმნილი სახე-ხატების წარმოჩინება მე-20 საუკუნეში თანამედროვე ადამიანის კომპლექსური ცოდნისა და გამოცდილების შედეგად ხელოვნურად შექმნილ გვირაბში, რაც, თანამედროვე და პირველყოფილი საზოგადოების ცოდნისა და გამოცდილების კონტრასტულობასთან ერთად, ამ ნიმუშების წარმოჩინებისთვის ბუნებრივთან მიახლოებულ, ჰარმონიულ სივრცეს წარმოადგენს.

ენგურის კაშხლის გვირაბში წარმოდგენილი კლდის ხელოვნების ნიმუშების ასლების კოლექცია, პირველი მცდელობაა ერთ სივრცეში თავი მოუყაროს და ფართო საზოგადოებას გააცნოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და დროის სხვადასხვა დიაპაზონში აღმოჩენილი კლდის ხელოვნების განსაკუთრებული მემკვიდრეობა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა