მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ერთი წლის განმავლობაში ლონდონში საქართველოს შესახებ ინფორმაციას 17 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნობა - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„გაერთიანებული სამეფო  ჩვენთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად აქტიურად მუშაობს და შესაბამის ქმედით ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადები გაიზარდოს", -  განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ლონდონში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრისას. 

მინისტრის მოადგილის შეფასებით, უწყების მიერ საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოპულარიზების მიზნით გაერთიანებულ სამეფოში გაწეული სამუშაოები წარმატებულია, რაც, მათ შორის, ტურიზმის სექტორის სტატისტიკაშიც აისახა. 

ამასთან, თამარ იოსელიანი ხაზს უსვამს, რომ 2025 წელს საქართველოს ავიაბაზარზე შემოყვანილ იქნა ორი უმსხვილესი ავიაკომპანია - British Airways და Easyjet და თბილისსა და ლონდონს შორის ავიამიმოსვლა კვირაში ექვსი სიხშირით სრულდება.

„შესაბამისი შედეგებიც გვაქვს, 2026 წლის პირველი კვარტალი საკმაოდ პოზიტიური იყო, დინამიურად მივდივართ ამ მიმართულებით - პირველ კვარტალში გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში  დაახლოებით 46%-იანი  მატება გვქონდა ტურისტული ვიზიტორების კუთხით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა. კამპანია მოიცავს როგორც ციფრულ, ასევე სტატიკურ რეკლამას.

„ლონდონში შერჩეულ იქნა 46 პრესტიჟული ადგილი იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა ამაღლდეს. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს შესახებ ინფორმაციას 17 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნობა", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა