მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეს არის უშუალოდ კურორტისა და სამთო - სათხილამურო პოტენციალის ახალი აღიარება - მარიამ ქვრივიშვილი გუდაურის მსოფლიო ჩემპიონატზე

news image
mbc image

გუდაურში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს მოვლენა მნიშვნელოვანია საქართველოსა და მისი სამთო - სათხილამურო კურორტებისთვის, განსაკუთრებით გუდაურისთვის. „ეს არის უშუალოდ კურორტისა და სამთო - სათხილამურო პოტენციალის ახალი აღიარება. გასულ წელს წარმატებით ვუმასპინძლეთ მსოფლიო ჩემპიონატს, ასევე 2023 – 24 წლებში ჩავატარეთ მსოფლიო თასების ეტაპები და მოვიპოვეთ კიდევ ერთი გამარჯვება - გუდაური იქნა არჩეული, როგორც 2024 წელს მსოფლიო სნოუბორდის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს არის ასევე აღიარება იმ გაწეული შრომისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა გუდაურში სამთო - სათხილამურო ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით ახორციელებს.
„დარწმუნებული ვართ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იქნება კიდევ ერთი გამორჩეული ღონისძიება, რომელსაც წარმატებით ჩაატარებს ჩვენი ქვეყანა, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სტიმულირებაზე. შედეგად, მოველით, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო და შიდა მოგზაურს საქართველოს სამთო კურორტებზე, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ან ჩართული თითოეული მეწარმის გაძლიერებას," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გუდაურში ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მიმდინარეობს და მასში მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, აშშ და საქართველო)  21 წლამდე ასაკის 80  სპორტსმენი იასპარეზებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა