მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ევროპელი ტურისტი ძალიან გვჭირდება - ვალერი ჩეხერია

news image
mbc image

ევროპელი ტურისტი ძალიან გვჭირდება, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საუბრისას Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ვალერი ჩეხერიას განმარტებით, ზამთრის ტურისტულ სეზონზე ყაზბეგის Rooms-ში ევროპელი ტურისტების ჯავშნების სიმცირეა. ასევე, ივენთებისა და კონფერენციების ნაწილშიც ჯავშნები არ არის. 

„გვინდა, რომ მიმდინარე ზამთრის ტურისტული სეზონი ბევრად უკეთესი იყოს. Rooms Kazbegi-ს სერვისის მომხმარებლების დიდი ნაწილს ქართველი ტურისტია და როგორც წესი ქართველი მომხმარებელი ბოლო მომენტში აკეთებს ჯავშნებს. ამიტომ, ადგილობრივი მომხმარებელი, რომელიც 30%-ს შეადგენს, ვერ გათვლი და ვერ იტყვი, რომ არ დაჯავშნის. 

თუმცა ივენთების ნაწილში, რომელზედაც ჯავშნები გასულ წელს ამ დროისთვის ევროპიდან აქტიურად შემოდიოდა, ახლა დაპაუხდა. სამწუხაროდ ვერ ვხედავთ ევროპიდან დიდ მოთხოვნას“, - ამბობს ჩეხერია.

Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, იმისათვის, რომ ევროპელი ტურისტი მოვიზიდოთ საჭიროა სასწრაფოდ დავიწყოთ კამპანია, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა. 

„უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენთან ჩამოსვლა უსაფრთხოა. უკრაინაში ომის გამო გარკვეული შიშები აქვთ უსაფრთებასთან დაკავშირებით. ვიზიტები შემცირდა და სასწრაფოდ თუ არ დავარწმუნეთ ყველა და თუ არ დავიწყეთ აქტიური კამპანია, რომ ჩვენთან ომი არ არის და შეუძლიათ ჩამოსვლა და უსაფრთხოდ დასვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ ევროპულ ტურისტს დავკარგავთ“, - ამბობს ჩეხერია.

მისივე განმარტებით, Rooms Kazbegi-ში, მიმდინარე პერიოდს თუ 2019 წელს შევადარებთ, დეკემბრის მეორე ნახევარზე, როდესაც სასრიალო სეზონი იწყება, ევროპული ჯავშნები აქტიურად შედიოდა.

„აქტიური იყო ავსტრია, გერმანია. დღესდღეობით კი ეს ჯავშნები შემოსული არ გაქვს. მეტ-ნაკლებად ველოდებით, რომ მაინც თავს გავართმევთ და კარგი სეზონი იქნება. თუმცა ევროპელების გარეშე კარგი ტურისტი არ მოდის, რადგანაც ევროპელი კარგად გასწავლის, ზრდის სერვისს და კარგი გადამხდელია. სულ რომ დაბალი ფასი მისცე სასტუმროზე უკვე იცი,  რომ კვებისა და სასმელების ნაწილში კარგი შემოსავალი იქნება. ასე, რომ ევროპელი ტურისტი ძალიან გვჭირდება“, - ამბობს Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი.

5 მიზეზი რატომ უნდა ვესტუმროთ Rooms Kazbegi-ს შემოდგომაზე

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა