ფიროსმანის საქართველო | ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC მსოფლიო საზოგადოებას საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან აახლოებს
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს IWSC წელს მესამედ მასპინძლობს. წლევანდელიღონისძიების მთავარი თემა ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელი, ნიკო ფიროსმანია. აღსანიშნავია, რომ შარშანდელმა კონკურსმა, რომლის კონცეფცია ტრადიციული ქართული სუფრისპოპულარიზაციას ეძღვნებოდა, საერთაშორისო ჟიურისა და მონაწილეების დიდი მოწონება დაიმსახურა.
წლევანდელი ღონისძიება აგრძელებს ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ასპექტებისწარმოჩენას. ნიკო ფიროსმანი, როგორც ქართული კულტურის ფასდაუდებელი საგანძური, მნიშვნელოვანიშთაგონების წყაროა, როგორც მეღვინეებისთვის, ისე დეგუსტატორებისთვის. მისი შემოქმედება კი, სრულადასახავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეღვინეობის ტრადიციებს.
ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC არა მხოლოდ ქართული მეღვინეობის მაღალ სტანდარტებსწარმოაჩენს, არამედ მსოფლიო საზოგადოებას საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთანაახლოებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს, ლონდონში გამართულ ქართული ღვინოების გამოფენაზე, სადაცIWSC-ის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ღვინოები იყო წარმოდგენილი, ორგანიზატორებმა პავილიონიტრადიციული ქართული ლურჯი სუფრის ელემენტებითა და ორნამენტებით მორთეს.
შეგახსენებთ, რომ IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურსჩაატარებს. IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოსღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდეთბილისში გაიმართება. ტრადიციისამებრ, IWSC-ი საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურგუნდით წარდგება, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვითჩატარდება.
მეღვინეებს წელს მნიშვნელოვანი სიახლე ელით: ღვინის პროდუქციის გარდა, შესაძლებელი იქნებაჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4eUvaCG
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.