გაძვირება უნდა მომხდარიყო აქამდეც - თუ გვინდა, რომ იყოს ეს ავტონომიური ორგანიზაცია და იყოს განვითარებაზე ორიენტირებული, უნდა აწიოს | კურორტ გოდერძის ყოფილი მენეჯერი გურო ალაფიშვილი
,,იქიდან გამომდინარე, რომ კურორტების ეკიპირება, ანუ რითაც არის აღჭურვილი მთის კურორტი - ეს არის საბაგირო, სატკეპნი მანქანები, გათოვლიანება, ღამის სრიალი - აბსოლუტურად ლოგიკური იყო ამის გაძვირება. გაძვირება უნდა მომხდარიყო აქამდეც“, - აცხადებს კურორტ გოდერძის ყოფილი მენეჯერი გურო ალაფიშვილი.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ,,მთის ტრასების სააგენტომ“ კურორტები განავითაროს, აბონემენტის ფასები უნდა გაეზარდა.
,,თუ გვინდა, რომ კურორტი განვითარდეს და იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ბიუჯეტისგან, თავისთავად კურორტს შემოსავალი აქვს ბილეთებისგან. სეზონური იქნება, დღიური თუ კვირის ბილეთი, აქედან აქვს მთის ტრასების სააგენტოს შემოსავალი და ყველა ვარიანტში, თუ გვინდა, რომ იყოს ეს ავტონომიური ორგანიზაცია და იყოს განვითარებაზე ორიენტირებული, უნდა აწიოს, ამას ვერ გაექცევა ვერავინ“, - აცხადებს კურორტ გოდერძის ყოფილი მენეჯერი გურო ალაფიშვილი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.