მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან განვიხილეთ ახალი ინიციატივები, რომლებიც განსაკუთრებით გააძლიერებს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image


„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო პირველი გაცნობითი შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელთან, მასთან ერთად დავსახეთ ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ახალი ინიციატივები, რომლებიც განსაკუთრებით გააძლიერებს ჩვენ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიას"- ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა დუბაიში მტო-ს გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნოვაისთან გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში განათლებისა და ინვესტიციების მიმართულებების გაძლიერებას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი ზრდისთვის.

„განსაკუთრებით გამოვყოფ განათლების ახალ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ტურიზმი, როგორც პროფესია, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენ ქვეყანაში. ასევე ხაზგაგსმელია ჩვენი ახალი ინიციატივები ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოსაზიდად უშუალოდ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში, რომ განვავითაროთ ახალი ტურისტული პროდუქტები" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების შემოსვლა III კვარტალში 3.6%-ით გაიზარდა | საქსტატი

30.10.2026.11:16

2026 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.1 მილიონი შემოსვლა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 40.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების  რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც 3.3 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 3.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 2.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 4.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 82.1 პროცენტი მხოლოდ ტურისტები4 იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 14.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.6 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2026 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 596.8 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.7 პროცენტს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 14.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე — სომხეთი 11.0%-იანი წილით.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (695.8 ათასი), თურქეთისა (398.1 ათასი) და სომხეთის (316.2 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა (44.5 პროცენტი) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 48.8 პროცენტს შეადგენდა.

2026 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (58.8 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 1 349.5 ათასი და 1 291.0 ათასი ვიზიტი.

2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.3 ღამე) 2.2 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 76.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა