გაქვს მოლოდინი, რომ 2024 წელი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წელი იყო - Courtyard by Marriott Batumi-ს მენეჯმენტ კომპანია
საპროტესტო გამოსვლები, ან მსგავსი, თითქმის ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად არის რაღაცა ტიპის გავლენა, მაგრამ არა განსაკუთრებული, რომ ამაზე რაიმე ტიპის ბიზნეს გავლები გავაკეთოთ, - აცხადებს სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi-ს მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი.
მაია წერეთელი ამბობს, რომ Courtyard by Marriott Batumi-ს მაგალითზე ზაფხულის სეზონისთვის ჯავშნების დიდი წილი მოდის ისრაელიდან, თურქეთიდან და ქართული კომპანიებიდან, რომელთაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან სტუმრები.
„თუმცა გაქვს მოლოდინი, რომ 2024 წელი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე 2023 წელი იყო, ვინაიდან უკვე სეზონს და ჩვენთან არსებულ ჯავშნებს ეტყობა, რომ შარშანდელთან შედარებით უკეთესი ვითარება გვექნება“, - ამბობს მაია წერეთელი.
McInerney Hospitality International Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვის ფონზე ისრაელიდან ჯავშნები მასიურად გაუქმდა, თუმცა წელს ისრაელის ბაზარი აღდგა და ჯავშნებიც აქტიურად შემოდის.
„როდესაც ისრაელში ვითარება დაიძაბა ცხადია თითქმის ყველა ჯგუფის ჯავშანი გაუქმდა, რაც გასაკვირი არ იყო, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ისე ვხედავთ ისრაელის ბაზრის დაბრუნებას. განსაკუთრებით აპრილში, მათი დღესასწაულის გამო, ძალიან ბევრი სასტუმრო თითქმის 100%-ით იყო დატვირთული და ახლაც გრძელდება ჯავშნების შემოსვლა ისრაელიდან“, - ამბობს მაია წერეთელი.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებიდან ჯავშნებს, Courtyard by Marriott Batumi-ს მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ თურქეთიდან და სომხეთიდან მოლოდინები მზარდია.
„თურქეთიდან ჯავშნების რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთის იმ რეგიონებიდან, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება. ბევრმა თურქულმა კომპანიამ დაიწყო ჩვენთან ჯავშნების გაკეთება. წელს, თურქეთში რამდენიმე ტურისტული ბაზრობა იყო, რომელსაც ბევრი ქართული კომპანია და მათ შორის ჩვენი სასტუმრო დაესწრო და ძალიან ბევრი კონტაქტები გაგვიჩნდა იმ ადამიანების, რომელთაც პოტენციურად, შესაძლოა, საქართველოში ჩამოსვლა სურდეთ. შესაბამისად თურქეთიდან ჯავშნების ზრდის მოლოდინი გვაქვს.
სომხეთიდან ტურისტები ბათუმს იცით, რომ მრავლად სტუმრობენ, რაც შეეხება აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ისევ დაკეტილი აქვთ და ჯავშნების რაოდენობა მაინც ფრენების მიხედვითაა“, - ამბობს მაია წერეთელი.
მისვე თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბევრი ევროპული რეისი ბათუმისთვისაც გარკვეული რაოდენობით ევროპელი ტურისტების შემომყვანია.
„ევროპელი ტურისტებისთვის ბათუმი ძირითადი მიმართულება არ არის, მაგრამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმართულებების დამატებით ბათუმიც იღებს სტუმრებს. ფაქტობრივად შეგვექმნა იმის მოლოდინი, რომ ევროპის ქვეყნებიდან ახალი მიმართულებები დაემატება“, - აცხადებს მაია წერეთელი.
სხვა სიახლეები
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე | საქსტატი
19.11.2026.11:50
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა1, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე — აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.5 მილიონი მგზავრი (6.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.5 მილიონი მგზავრი (6.2 პროცენტით მეტი).
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11.8 პროცენტი — გაგზავნილი.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.8 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5 ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 26.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.