მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს ტურიზმის შემოსავლები $5.3 მილიარდს გაუტოლდება

news image
mbc image

Galt & Taggart „ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვას“ აქვეყნებს.

„2026 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა (ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები ჯამურად) წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ტურისტულმა ვიზიტებმა (მთლიანის 82.1%) 4.7%-ით მოიმატა და კვარტალურ რეკორდს, 2.1 მლნ-ს მიაღწია, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა. ზრდას ძირითადად განაპირობებდა ვიზიტების მატება ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ), აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ, ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა), ისრაელიდან (+19.1% წ/წ, მე-2 კვარტალის 11.6%-იანი კლების შემდეგ კვლავ ზრდას დაუბრუნდა), ჩინეთიდან (+30.2% წ/წ, ავიაკავშირის გაუმჯობესების, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედების ფონზე) და უკრაინიდან (+21.3% წ/წ). ამის საპირისპიროდ, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ), ინდოეთიდან (-25.9% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (-32.8% წ/წ).

ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 5.3 მლნ შეადგინა (+0.1% წ/წ), საიდანაც ტურისტული ვიზიტები 4.4 მლნ იყო (+2.3% წ/წ), ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 0.9 მლნ (-9.0% წ/წ).

შემოსავლების დინამიკა გაცილებით ძლიერი იყო: 2026 წლის მე-3 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და კვარტალურ რეკორდს, 1.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, 9 თვის ჯამურმა მოცულობამ 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+4.4% წ/წ).

ჩვენი პროგნოზით, ტურიზმის შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს, ხოლო 5.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდება 2027 წელს.

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 21 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი ზედიზედ მეოთხე სხდომაზე უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სებ-ის შეფასებით, სექტემბრის 5.6%-იანი წლიური ინფლაციიდან დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტი ენერგორესურსების ფასებზე მოდიოდა, რაც ახლო აღმოსავლეთში გახანგრძლივებულ დაძაბულობას უკავშირდება. ინფლაციის უფრო მდგრადი კომპონენტები მთლიან ინფლაციაზე დაბალ ნიშნულზე რჩება: სექტემბერში საბაზო ინფლაციამ 3.5%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7% შეადგინა. რეგულატორის შეფასებით, ეს მიუთითებს, რომ მიწოდების შოკის გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე ჯერჯერობით ზომიერია. ამავდროულად, სებ-მა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 0.2 პროცენტული პუნქტით, 5.4%-მდე გაზარდა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 7.2%-მდე გააუმჯობესა. რეგულატორის განმარტებით, რადგან ინფლაცია ძირითადად გარე ფაქტორებით არის განპირობებული, ამჟამინდელი ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მიზნად ისახავს ინფლაციური მოლოდინებისა და მეორადი ეფექტების შეკავებას. სებ-მა ასევე მიანიშნა, რომ თუ გახანგრძლივებული შოკი ინფლაციურ მოლოდინებს გაზრდის, შესაძლოა საჭირო გახდეს მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრების გაგრძელება, ხოლო შოკის ამოწურვის შემდეგ დაიწყება მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება.

კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 16 დეკემბერს გაიმართება", - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა