მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„გასტრო ბათუმს“ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო გასტრონომიული ექსპერტი სებასტიან რიპარი ეწვევა

news image
mbc image

ხვალ, „გასტრო ბათუმზე“ მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები და გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად ავთენტიკური კულინარიისა და თანამედროვე გასტრონომიის შესახებ ისაუბრებენ. ფორუმის სპიკერებს შორისაა გასტრონომიის ცნობილი ექსპერტები და შეფები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და საბერძნეთიდან. ფორუმის საპატიო სტუმარია მიშლენისა და Gault et Millau-ის, საერთაშორისო გასტრონომიული ექსპერტი სებასტიან რიპარი, რომელიც ფორუმზე XXI საუკუნეში გასტრონომიის განვითარების ისტორიისა და გასტრო-გაიდების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს. მას საერთაშორისო ბრენდებთან და შეფებთან თანამშრომლობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. 

ფორუმზე შეფებისთვის კონკურსების მნიშვნელობასა და გასტრონომიის განვითარებაზე ისაუბრებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებული კონდიტერი ნიკოლა გეღსიო, რომელიც თავისი დახვეწილი და უნიკალური ნამუშევრებით გამოირჩევა. ის ამჟამად, პარიზის Lutetia Palace-ის აღმასრულებელი კონდიტერი და პარიზის Ferrandi-ს უმაღლეს კულინარიული სკოლის შეფ- ინსტრუქტორია. საინტერესოა ფორუმის კიდევ ერთი სპიკერი, კულინარიის ექსპერტი ბერტრან ვალეჟა, რომელსაც მიშლენის 1* და 2* მფლობელ რესტორნებსა და 5* სასტუმროებთან მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ფორუმის სტუმრებს ხმელთა შუა ზღვის სამზარეულოს ჩამოყალიბების ისტორიისა და მისი განვითარების ძირითად ეტაპების შესახებ გაუზიარებს გამოცდილებას. ვალეჟა  "Mandarin Oriental, Costa Navarino"-ს აღმასრულებელი შეფია. გასული წლის მსგავსად, გასტრო ბათუმს წელსაც ეწვევა საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის  „FERRANDI Paris“ შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი და  ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების  მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი. ადგილობრივ  სპიკერებს შორის იქნებიან ბრენდ შეფი, მანუელ ფაუნდეს ბარანდა, წისქვილი ჯგუფის ბრენდ შეფი ალექსანდრე ნათაძე,  სასტუმრო ბიზნესის ექსპერტი მაია წერეთელი, Gault&Millau საქართველოს დამფუძნებელი მია კუპრავა და რესტორანი ოცი-ს შეფ მზარეული და დამფუძნებელი გიორგი ნინუა. 

გასტრო ფორუმის პირველ დღეს, გარდა ოფიციალური სესიებისა, ასევე იგეგმება გათანამედროვებული აჭარული სამზარეულოს საჩვენებელი კულინარიული მასტერკლასი (6 COURSE მენიუს პრეზენტაცია და დაგემოვნება), რომელსაც ადგილობრივი შეფ-მზარეულები ირაკლი თოდაძე - მულტიფუნქციური სივრცე ,,G17'', იურა აგარიანი - რესტორანი ,,რუსთაველი'', დავით თურმანიძე - რესტორანი ,,რუსთაველი',  თამარ ბეგიაშვილი - Courtyard By Marriott Batumi და ნინო აგუმბა - ,,Dolci 17’’ წარმოადგენენ. 17-18 ნოემბერს კი მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები ადგილობრივი მზარეულებისთვის ჩაატარებენ თევზის, ხორცისა და კონდიტერიის მასტერკლასებს. ფორუმის ფარგლებში ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადებაც. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმზე დასწრება  ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა