გასტრონომიული ტურიზმის მე-4 გლობალური კონკურსისთვის აპლიკაციების მიღების პროცესი დაიწყო
გასტრონომიული ტურიზმის მე-4 გლობალური კონკურსისთვის აპლიკაციების მიღების პროცესი დაიწყო. პროექტი ორიენტირებულია გასტრონომიული ტურიზმის სექტორში ინოვაციებისა და მეწარმეობის ხელშეწყობაზე.
კონკურსის ორგანიზატორია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია მდგრადი ტურიზმის პოპულარიზაციაზე მსოფლიოში.
კონკურსი ღიაა სტარტაპებისთვის, მეწარმეებისთვისა და ბიზნესებისთვის, რომლებიც მუშაობენ ინოვაციურ პროექტებზე და ხელს უწყობენ გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2024 წლის 6 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის და კონკურსში დასარეგისტრირებლად ეწვიეთ მოცემულ ბმულს: 4th Global
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას ქუთაისში უმასპინძლებს - მედეა ჯანიაშვილი
22.05.2026.14:22
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე აღნიშნავს. ასევე მოგეხსენებათ, რომ წელსვე ვზეიმობთ არანაკლებ მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს, რომლებიც 26 მაისს ქუთაისის მთავარ მოედანზე მოვლენ, შევთავაზებბთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ისინი გაეცნობიან როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას, ასევე ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, რაც გამოხატულია ჩვენი უძველესი ისტორიით, უნიკალური კულტურითა და ბუნებრივი რესურსებით,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში.
როგორც მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა სივრცე საქართველოს გასტრონომიის წარმოსაჩენად, სადაც ადგილობრივ კულინარიასთან ერთად სტუმრები ქართული ღვინოს დააგემოვნებენ.
“26 მაისის ღონისძიებების უდიდესი ნაწილი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამდენად, ქუთაისსა და მიმდებარე დასახლებებიდან ყველა მშობელს მოვუწოდებ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ბავშვებთან ერთად მოვიდნენ,“ - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.
პროგრამის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე თემატური შემეცნებითი, სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები ამოქმედდება. მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამეცნიერო ექსპერიმენტების შოუ, თეატრალური წარმოდგენები და მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა, საღამოს კი ქუთაისშიც ცოცხალი შესრულებით სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება. ღონისძიებას გალა კონცერტი დაასრულებს.