გასულ წელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა იგივეა, ველოდებით, რომ თებერვალში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება - Mestia Inn
მესტიაში მდებარე Mestia Inn / მესტია ინში მიმდინარე ზამთრის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენ. როგორც სასტუმროს თანადამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე განმარტავს, 10 იანვრამდე სასტუმროში საკმაოდ აქტიური ჯავშნებია, ხოლო შემდეგი პიკი კი უკვე თებერვლიდან იქნება.
„10 იანვრის ჩათვლით ჯავშნები აქტიურად გაქვს, ხოლო შემდეგ პერიოდში (თებერვლამდე) ზოგადად ყოველწლიურად ცოტა წყვეტაა, ხოლო თებერვლიდან სასტუმროს ჯავშნებიც იმატებს და სასტუმროს სტუმრების რაოდენობაც.
შარშანდელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა იგივეა. ველოდებით, რომ თებერვალში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“, - აცხადებს სასტუმრო Mestia Inn-ის თანადამფუძნებელი.
Mestia Inn-ის სტუმრები ძირითადად უცხოელი სტუმრები არიან, რომლებშიც რუსეთიდან, გერმანიიდან და ბალტიისპირეთიდან ჩამოსული ტურისტები ლიდერობენ.
გიორგი ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე Mestia Inn-ში ჯავშნების გაუქმება არ ყოფილა.
„მშვენიერი თოვლია და როგორც არსებულ ჯავშნებს ეტყობა, საკმაოდ კარგი მოლოდინები გვაქვს. ჯერჯერობით არაფერი არ გაუქმებულა“, - ამბობს ჯაფარიძე.
გასულ ზამთრის ტურისტულ სეზონზე Mestia Inn-ის დატვირთულობა 60%-ის შეადგენდა და სასტუმროს მენეჯმენტს მიმდინარე სეზონზეც ანალოგიური მოლოდინები აქვს. გიორგი ჯაფარიძის თქმით, ბოლო პერიოდში გაზრდილია სტუმრების მხრიდან ღამისთევების რაოდენობა.
Mestia Inn-ი 2021 წლიდან ოპერირებს და ის 21 სასტუმრო ნომერზე გათვლილია 3 ვარსკვლავიანი სასტუმროა. სასტუმროს ერთდროულად 60 სტუმრის მიღება შეუძლია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.