გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სასტუმროს ვიზიტორთა 8-10%-იანი ზრდა გვაქვს – HSC Group Hospitality
HSC Group Hospitality დირექტორისა და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის გიორგი დოლიძის განცხადებით გაზაფხულსა და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმროს დატვირთულობა და ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა.
„სეზონი საკმაოდ დატვირთულად დაიწყო. აპრილში გვქონდა 92%, ხოლო მაისში 87% დატვირთულობა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 8-10%-იანი ზრდა, როგორც დატვირთულობაზე, ასევე ფასების ზრდის კუთხით.
ეტაპობრივად იმატებს ევროპელი ტურისტების რიცხვი, რაც წლიდან წლამდე მეტად ხელშესახები გახდება. აქტიურადაა ჩინეთი, ინდოეთი და სტატისტიკაში პირველ რიგებში მყოფი ქვეყნები: როგორიცაა ისრაელი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები და მეზობელი ქვეყნები.ვფიქრობ, ივნისის თვეს დავხურავთ 90%-იანი ნიშნულით“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტული პოტენციალს პოპულარულ ჩინურ პლატფორმაზე Bilibili გაეცნობიან
16.06.2026.12:54
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმის, Bilibili-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქვეყნის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების ჩინური აუდიტორიისთვის გაცნობაა.
გაცნობითი ტურის ფარგლებში, Bilibili-ს წარმომადგენლებმა მოინახულეს: თბილისი, მცხეთა, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა.
სტუმრები გაეცნენ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ტურისტულად საინტერესო ადგილებს, გასტრონომიულ ტრადიციებსა და ქართული ღვინის კულტურას.
საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები მათ საშუალებას მისცემს, ჩინელ მომხმარებლებს გააცნონ საქართველო, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულება.
Bilibili-ს პლატფორმა ჩინეთში განსაკუთრებით პოპულარულია და მას ყოველთვიურად 340 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.