გაზრდილი აბონემენტის ფასი მისაღებია, მისაღებია იმ ჭრილში, რომ საოპერაციო ხარჯები გადაფაროს კურორტმა - თვალხილული რაც არის, ბოლო 10 წელი, რაც არ მომხდარა გუდაურში, ამას აკეთებს ახალი მენეჯმენტი | კურორტების ბიზნესის ასოციაციის თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია საბაგიროების ფასებზე
,,სახელმწიფო არ შეიძლება ასუბსიდირებდეს მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს. კურორტი უნდა იყოს მომგებიანი, მინიმუმ თავისი საოპერაციო ხარჯი უნდა დაფაროს. არ მაქვს ლაპარაკი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელშიც სახელმწიფომ ინვესტიცია უნდა ჩადოს - ეს არის საბაგიროები, გზები, უსაფრთხოება“, - აცხადებს მთის კურორტების ბიზნესის ასოციაციის თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია.
მისი განცხადებით, ახალი ფასები მისაღებია, რამდენადაც მთების სააგენტო მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
“ეს ნიშნავს იმას, რომ გაზრდილი აბონემენტის ფასი მისაღებია. არ არის იმდენად გაზრდილი - მისაღებია იმ ჭრილში, რომ საოპერაციო ხარჯები გადაფაროს კურორტმა. თვალხილული რაც არის, ბოლო 10 წელი, რაც არ მომხდარა გუდაურში, ამას აკეთებს ახალი მენეჯმენტი.
რაც შეეხება მთას, რაც არის თვალხილული, იწმინდება ტრასები ქვებისგან, ითესება მთაზე ბალახი, კეთდება გათოვლიანების სისტემა, კეთდება ბიგელები და ხალიჩები, ხდება მთელი ამ საბაგიროების რევიზია და ხდება უსაფრთხოების დანერგვა“, - აცხადებს მირანდა ესაკია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.