გერმანელი ტუროპერატორები საქართველოს მიმართულებით აქტიურ მუშაობას იწყებენ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიიდან წამყვან ტუროპერატორებსა და მარკეტინგული სააგენტოს KPRN წარმომადგენლებს მასპინძლობს. B2B ფორმატის ფარგლებში გერმანელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობა, ერთობლივი ტურების მომზადება განიხილეს.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩვენ დავესწარით ამ შეხვედრას. წარმოდგენილი კომპანიები თანამშრომლობით დაინტერესდნენ. გერმანული ტურისტული ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, კომფორტულია ფრენების განრიგი და დიდი გამოცდილება გვაქვს ამ ბაზარზე მუშაობით. მივესალმებით ამ ტენდენციას და იმედია ხშირი იქნება ასეთი ვიზიტები“,-აცხადებს ტუროპერატორი გურამ ავალიანი.
„ამ ტურით ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ საქართველოს შესახებ. გერმანელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. გავეცანით ტურისტულ ადგილებს, ქართულ სამზარეულოს. ჩვენ ვმუშაობთ ტუროპერატორებთან რომ ტურისტებს ვაჩვენოთ თქვენი მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა. ასევე ვმუშაობთ, რომ ბევრი გერმანელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს“,-ამბობს მარკეტინგული სააგენტოს KPRN წარმომადგენელი ალექსანდრა გამროთი.
გერმანული ტურისტული კომპანიების 12 წარმომადგენელი თბილისსა და ბორჯომში ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. ტუროპერატორები სასტუმროებისა და კვების ობიექტებით დაინტერესდნენ, ასევე მოინახულეს მცხეთა და უფლისციხე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.